„სააკაშვილს 10 წლის წინათ ჰქონდა საშუალება, სულ სხვაგვარად აეწყო პოლიტიკური მომავალი", - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ოდესის გუბერნატორის დღევანდელ პოლიტიკურ მოღვაწეობაზე საუბრისას. როგორც ცისკარიშვილმა „პრაიმტაიმს" განუცხადა, მას გული სწყდება, რომ სააკაშვილმა საქართველოშიც და უკრაინაშიც თავი შეირცხვინა.
„უკრაინაში რაიმეს პროგნოზირება კიდევ უფრო რთულია, ვიდრე საქართველოში. გული მწყდება, რომ სააკაშვილმა საქართველოშიც და უკრაინაშიც თავი შეირცხვინა, არადა, მას 10 წლის წინათ ჰქონდა საშუალება, სულ სხვაგვარად აეწყო პოლიტიკური მომავალი. მახსენდება ცნობილი გამონათქვამი - ადამიანი პოლიტიკაში შედის ბრწყინვალე მომავლით და მას ტოვებს საშინელი წარსულით. ალბათ, დადგა დრო ამ გამონათქვამის აღსრულებისა თავად სააკაშვილისთვისაც", - განაცხადა ცისკარიშვილმა.
წყარო: „პრაიმტაიმი"