„პუტინი ხვდება, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია შეუქცევად პროცესად იქცა, იმასაც ხვდება, რომ ამ პროცესში მისი ხისტი პოლიტიკის წილიც არის, რაც რუსეთისთვის არანაკლები ზიანის მომტანი იყო", - აღნიშნული განცხადება სანდრო თვალჭრელიძემ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში გააკეთა.
ექსპერტის თქმით, საქართველომ რუსეთთან კონფრონტაციის პარალელურად, ევროპისთვის განსაკუთრებული როლი შეიძინა, რაც სათანადოდ ვერ შეაფასეს რუსმა ანალიტიკოსებმა. ამასთან, თვალჭრელიძის განცხადებით, ვიზა-ლიბერალიზაცია სრულიად ახალ სივრცეს აჩენს აფხაზებთან და ოსებთან სალაპარაკოდ.
„თუ ისინი აიღებენ ქართულ პასპორტებს, ისარგებლებენ ამ ვიზა-ლიბერალიზაციით ისევე, როგორც საქართველოს ნებისმიერ სხვა კუთხეში მცხოვრები მოქალაქე. პუტინი ამ ყველაფერს ხვდება და ახლა სიფრთხილითა და კარგი სიტყვით ცდილობს ვითარების გამოსწორებას, მაგრამ რატომღაც ავიწყდება, რომ 2008 წლის ომს საქართველოში არასოდეს აპატიებენ", - განაცხადა ექსპერტმა.
წყარო: გაზეთი „კვირის პალიტრა"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)