reportiori.ge - ზურაბ აბაშიძე: მომავალი წლიდან რუსეთთან მარტივი მიმოსვლა გვექნება!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 01:35
საზოგადოება
ზურაბ აბაშიძე: მომავალი წლიდან რუსეთთან მარტივი მიმოსვლა გვექნება!
ავტორი:
21 დეკემბერი, 2015. 21:29



პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთმა შესაძლოა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმოს განხილვის პროცესშია. როგორც აბაშიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ამ ეტაპზე უცნობია, რუსეთი სავიზო რეჟიმს სრულად გააუქმებს თუ გაამარტივებს საქართველოსთან.


აბაშიძის თქმით, დამატებითი ინფორმაცია ორი თვის განმავლობაში გახდება ცნობილი.


"მომავალი წლიდან მარტივი მიმოსვლა გვექნება რუსეთთან. მიუხედავად ურთულესი პრობლემებისა, ჩვენ შევძელით შეხების წერტილების პოვნა. რუსეთი გეგმავს სავიზო რეჟიმის მოხსნას, ან გამარტივებას. დაახლოებით ერთ-ორ თვეში მეტი კონკრეტიკა გვექნება. სანაცლოდ არაფერი მოგვეთხოვება. ჩვენ რაც შეგვეძლო, წლებია გამარტივებულია ჩვენი მხრიდან", - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.


რაც შეეხება აფხაზეთის რკინგზის მონაკვეთის აღდგენის საკითხს, აბაშიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეს თემა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გრიგორი კარასინთან შეხვედრებზე არ განიხილება.


"სამი წელია ამ შეკითხვას მისვამთ და გპასუხობთ. ახლაც ვიტყვი, რომ არ დასმულა აფხაზეთის რკინიგზის საკითხი და არც განიხილება", - განაცხადა აბაშიძემ.


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016