ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრმა, ზაზა პაპუაშვილმა „რეპორტიორთან" საუბრისას NDI-ის კვლევების შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებები შეაფასა.
„ნაციონალური მოძრაობის" წევრები NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს ენდობიან და ხელისუფლების მუშაობას უარყოფითად აფასებდნენ .
ზაზა პაპუაშვილის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ" ქვეყანას დიდი დაღი დაასვა.
„ნაციონალური მოძრაობის" გამონათქვამებზე კომენტარის გაკეთება არ ღირს. ამ ადამიანებს არანაირი სახელმწიფოებრიობა და ქვეყნის სიყვარული არ გააჩნიათ. ყველაფერი ხმაურის ასატეხად სჭირდებათ, რადგან მათი შემოთავაზებული კანონპროექტების ინიციატორებიც არ გამოჩენილან. ამ ადამიანებმა, რომლებიც ერთ დროს იყვნენ ხელისუფლებაში, გამოუსწორებელი დაღი დაამჩნიეს ქვეყანას. მათ გამონათქვამებზე სერიოზულ განმარტებას ვერ გავაკეთებ" - განაცხადა პაპუაშვილმა.