reportiori.ge - არსენი ავაკოვი: სააკაშვილი დამნაშავეა თუ არა, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 07:35
პრეს-დაიჯესტი
არსენი ავაკოვი: სააკაშვილი დამნაშავეა თუ არა, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს!
ავტორი:
22 დეკემბერი, 2015. 00:27



უკრაინის შს მინისტრი არსენი ავაკოვი „კვირის პალიტრასთან" მისი და ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის დაპირისპირების შესახებ განმარტებებს აკეთებს. ავაქოვის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ბრალდებები, რომელმაც მის წინააღმდეგ გაიჟღერა, საფუძველს მოკლებულია. იმის დადასტურებას, რომ ავაქოვი კორუმპირებულია, ფაქტები და მტკიცებულებები სჭირდება, ხოლო მიხეილ სააკაშვილის უდანაშაულობაც გამოძიებამ უნდა დაადასტუროს.


შეგახსენებთ, რომ უკრაინაიში, რეფორმირების საბჭოს სხდომაზე არსენი ავაკოვსა და მიხეილ სააკაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა. ავაქოვი იმ ვიდეოთი დაინტერესდა, რომელიც მედიაში ცოტა ხნის წინ გავრცელდა, სადაც მიხეილ სააკაშვილი რუს ოლიგარქს, დიმიტრი მაზეპინს ხვდება. კითხვამ, აღნიშნული საკითხის შესახებ სააკაშვილი გააღიზიანა, მხარეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც უკრაინის შს მინისტრმა სააკაშვილს წყლით სავსე ჭიქა ესროლა.


მას ასეთი მეთოდი აქვს  ვინც შეეხება, ყველა ქურდად უნდა გამოაცხადოს. ავიწყდება, რომ კორუფციაზე ბრალდების გაჟღერებას მტკიცებულებები სჭირდება. ის კარგად მალავს ფაქტებს და რეალური სახის შენიღბვასაც ახერხებს. სააკაშვილმა ოდესის პროკურატურაში თავისი გუნდის წევრი საყვარელიძე დანიშნა, პოლიციასაც მისი თანაგუნდელი ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობს, მაგრამ რომელი კორუფციონერი დაიჭირეს ოდესაშისააკაშვილის სიტყვასა და საქმეს შორის დიდი განსხვავებაა.

 

ამ ინციდენტამდე ერთი კვირით ადრე სააკაშვილს შევხვდი. მეგობრულად ვისაუბრეთ რეფორმებსა და სხვა საკითხებზე, რომელსაც არ გავასაჯაროებ. ისიც კი მითხრა, კარგი მინისტრი ხარ და საუკეთესო რეფორმებს ატარებო. იცით, ადეკვატურ მინისტრად მაშინ ვგრძნობ თავს, როდესაც ვხვდები, რომ უკრაინაში ვითარების უკეთესობისკენ შეცვლა მეტ-ნაკლებად შემიძლია. თუ ცალი ხელით შიდა მტრებსა და ინტრიგებს უნდა ვებრძოლო, დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ მეორე ხელით სისტემის ცვლილებას ვახერხებ. როგორც კი მივხვდ­ები, ეს არ გამომდის, თანამდებობაზე დარჩენის მოტივაციაც აღარ მექნება. სწორედ ამ მიზნით სააკაშვილს მშვიდად ვუთხარი: ბატონო მიხეილ, მომიტანეს ქაღალდები, სადაც რუსულ კომპანიასთან თქვენი კავშირები იკვეთება, გადაღებულია შეხვედრებიც მეთქი, მაგრამ წინადადების დასრულების შესაძლებლობა არ მომცა. სააკაშვილი დამნაშავეა თუ არა, ამაზე საუბარი ჩემს კომპეტენციას სცილდება  ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს."- განაცხადა ავაკოვმა „კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში. 


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016