გთავაზობთ „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის ხელმძღვანელ ზვიად ტომარაძის facebook-პოსტს:
„20 დეკემბერს, სლოვენიაში რეფერენდუმი ჩატარდა, სადაც ამომრჩეველთა 63,4%-მა უარი თქვა ერთსქესიანთა ქორწინებისა და ერთსქესიანი წყვილების მიერ შვილად აყვანის უფლების დაკანონებაზე!! ამრიგად, პარლამენტის მიერ მარტში მიღებული კანონი ძალაში შესვლამდე გაუქმდა!!!
P.S. ქართული არხები ამაზე რად დუმან?" - წერს ტომარაძე.
სლოვენიაში 20 დეკემბერს ჩატარებული რეფერენდუმის მიხედვით, ამ ქვეყნის მოსახლეობის 63,4%-მა უარი თქვა ერთსქესიანი ქორწინებისა და ერთსქესიანი წყვილების მიერ შვილად აყვანის უფლების დაკანონებაზე, რითაც პარლამენტის მიერ ადრე მიღებული კანონი ძალაში შესვლამდე გააუქმა.
გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის მარტში, სლოვაკიის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც ამ ქვეყნის მოქალაქე ერთსქესიან წყვილებს ქორწინების უფლება და შვილის აყვანა შეეძლოთ, თუმცა საზოგადოებრივმა მოძრაობამ ,,ბავშვებისათვის,, კანონის ძალაში შესვლამდე, ის საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა და რეფერენდუმის უფლებას მიაღწია.