რეგიონები
ადმინისტრაციული საზღვრიდან გატაცებული ორი ადამიანი ქართულ მხარეს შესაძლოა დღეს გადმოსცენ
22 დეკემბერი, 2015. 10:48
ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან გატაცებული ორი ადამიანი ქართულ მხარეს შესაძლოა დღეს გადმოსცენ.
ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა გულიაშვილი „კურიერთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ გატაცებულ 80 წლამდე ქალბატონს და მასთან ერთად დაკავებულ სოფელ ჭვრინისის მკვიდრ მამაკაცს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნათესავები ჰყავთ, რომლებმაც ოჯახს შემოუთვალეს, რომ გატაცებულებს სამშაბათს გაათავისუფლებენ.
ცნობილია, რომ ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან, ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით, ორი პირი 20 დეკემბერს დააკავეს. ისინი საქონლის ძებნის დროს აიყვანეს.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57