reportiori.ge - სირიაში რუსულ ავიადარტყმებს 600-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 07:04
მსოფლიო
სირიაში რუსულ ავიადარტყმებს 600-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
ავტორი:
22 დეკემბერი, 2015. 11:12


თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ სირიაში რუსული სამხედრო-საჰაერო ოპერაციას 600-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.


 

რუსული ავიადარტყმების შედეგად დაღუპულ სამოქალაქო პირთა რაოდენობა უკვე 600- აღემატება. ზოგიერთი ორგანიზაციის ცნობით, დაღუპულია 800-მდე ადამიანი. გვსურს, მთელმა მსოფლიომ იცოდეს, რომ აქედან 150-ზე მეტი - ბავშვია", - განაცხადა ჩავუშოღლუმ.

 


მისი ინფორმაციით, 20 დეკემბერს რუსული ავიადარტყმების შედეგად პროვინცია იდლიბში 200 სამოქალაქო პირი დაიღუპა.


ჩავუშოღლუს განცხადებით, სირიაში რუსული სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან დღემდე, რუსულმა თვითმფრინავებმა 4 000-მდე ავიადარტყმა განახორციელეს, აქედან 90%-ზე მეტი მიმართული იყო შეიარაღებული ოპოზიციის წინააღმდეგ, რომელიც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს ებრძვის.



მევლუდ ჩავუშოღლუს განცხადებით, სირიაში რუსეთის ქმედებები „ისლამურ სახელმწიფოს" კიდევ უფრო აძლიერებს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016