reportiori.ge - განა ყველას ჰყავს სახლში დედა...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 02:08
საზოგადოება
განა ყველას ჰყავს სახლში დედა...
ავტორი:
22 დეკემბერი, 2015. 11:13


კაკუნი...


სახლში დაღლილი მოვედი. შვილებმა, რა გვიყიდეო. ერთი კი გავუღიმე და უხალისოდ მივაწოდე მათთვის წამოღებული ტკბილეული... მეორე ოთახში გაიქცნენ, გადახედეს სასუსნავს და ჩემკენ ყიჟინით გამოიქცნენ... ტუჩებით წამოიწიეს და კოცნა დამიპირეს... კარგი, მაცადეთ ახლა, დაღლილი ვარ-თქო... თავდახრილები გაბრუნდნენ...


კარებზე კაკუნის ხმა შემომესმა...


დედამ - საჭმელი გაგიკეთეო, დაიბანე ხელები და ვივახშმოთო. არაფერი არ მინდა, შემეშვი და ყველამ თავი დამანებეთ-თქო... გაჩუმდა, თავი დახარა და მაგიდას მარტო მიუჯდა...


ონკანი მოვუშვი, წყალი უნდა დამელია, ჭიქა ხელიდან გამივარდა და გამიტყდა... დედა წამოხტა მაშინვე, ხელი არ გაიჭრა, მე დავხვეტავო...


კარზე ისევ კაკუნის ხმა გაისმა...


ბავშვები ვამეცადინე, დავაწვინე და მეც მივუწექი...


კარზე ისევ კაკუნის ხმა იყო...


-ჯანდაბა, არავინ გააღებს ამ კარებს? - ვკივივარ ბოლო ხმაზე... და დედის ნაბიჯებს ვაყურადებ... კარებს აღებს და მშვიდი ხმით გამომძახებს:


- არავინაა...


- მესმოდა ხმა... შენც ხომ გესმოდა?


- მესმოდა, მაგრამ გაღება დავაგვიანეთ...


- ჰოდა, გაგეღოთ, მარტო მე ვცხოვრობ ამ სახლში?


- შვილო, შინ მშვიდობით შემოხვედი, ხატებს ჩაუარე, ერთი მადლობაც არ გითქვამს უფლისთვის, რომ დღემ მშვიდობით ჩაიარა, შვილები ბედნიერებისგან ცას ეწივნენ შენს დანახვაზე, შენ უღიმღამოდ გაუცინე და კოცნის უფლებაც არ მიეცი... განა ყველას ჰყავს სახლში დედა? საჭმელი დაგახვედრე, შემოგთავაზე, თბილად დავმსხდარიყავით და გვევახშმა... ლამის ბოლო ხმაზე მიყვირე მოხუც დედას, თავი დამანებეო... დაწექი და ისევ დაგავიწყდა, ისევ დაგავიწყდა, რომ პირჯვარი გადაგეწერა, შვილებისთვის მაინც...


...და კარი?...


კართან ალბათ ის ღმერთი იდგა, შენ რომ მოგაცილა სახლამდე...



ავტორი: ანა ლაშხელი-ონიანი


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016