reportiori.ge - დიმიტრი ლორთქიფანიძე: პრეზიდენტი მარგველაშვილი ელისაშვილის სასარგებლო თამაშს თამაშობს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 07:13
პრეს-დაიჯესტი
დიმიტრი ლორთქიფანიძე: პრეზიდენტი მარგველაშვილი ელისაშვილის სასარგებლო თამაშს თამაშობს!
ავტორი:
22 დეკემბერი, 2015. 13:27


უფლებამდამცველმა დიმიტრი ლორთქიფანიძე გაზეთ ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ელისაშვილის მიერ აგორებული „შეწყალების სკანდალი" მრავალაქტიანი პოლიტიკური სპექტაკლია. მისი თქმით, ელისაშვილი დამოუკიდებლად არ მოქმედებს, მის უკან საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დგას.


 

ელისაშვილის ეს განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ საქმე გვაქვს მრავალაქტიან პოლიტიკურ სპექტაკლთან, რომელშიც პრეზიდენტი მარგველაშვილიც ელისაშვილის სასარგებლო თამაშს თამაშობს!

თუ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა და შეწყალების საკითხებში მისმა რწმუნებულმა ელისაშვილმა წელიწადნახევრის წინ იცოდნენ, რომ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან კანონსაწინაამდეგ ქმედებებს ჰქონდა ადგილი და ამის შესახებ წერილობით არ აცნობეს საქართველოს მთავარ პროკურატურას, ეს აპრიორი იწვევს მარგველაშვილისა და ელისაშვილის სამართლებრივ პასუხისმგებლობას! მეტსაც გეტყვით - თუ ოფიციალურად დადასტურებულია, რომ წელიწადნახევრის წინ მარგველაშვილს პროკურატურისთვის წერილობით არ მიუმართავს, პარლამენტს შეუძლია იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყოს, რადგან საქმე გვაქვს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობასთან, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376- მუხლით ისჯება!

გადახედეთ ყველა იმ პირის ბიოგრაფიას, ვინც მარგველაშვილ-ელისაშვილის მხარედგას და დარწმუნებით, რომ ეს ნეოლიბერალური ძალების, პირვე რიგში, „ნაცმოძრაობისა" და სააკაშვილის მომხრეების მიერ წამოწყებული თამაშია. ეს არის თამაში, რომელსაც დასავლეთი უკვეთავს! ეს არის თამაში ყოველგვარი წესების გარეშე და ეს არის ხელისუფლებისთვის წელს ქვევით მიყენებული დარტყმა, რომელსაც ხელისუფლებამ ადეკვატური სამართლებრივი ნაბიჯებით უნდა უპასუხოს! ფაქტია, რომ ელისაშვილი დამოუკიდებლად არ მოქმედებს და ამ ყველაფრის უკან ბინძური პოლიტიკური კამპანია იმალება! აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ბატონი მარგველაშვილიც და ბატონი ელისაშვილიც თავის დროზეღია საზოგადოება - საქართველოში", ანუ სოროსის ფონდში მუშაობდნენ!" - აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016