reportiori.ge - აზერბაიჯანი გადავიდა მანათის მცურავ კურსზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:59
მსოფლიო
აზერბაიჯანი გადავიდა მანათის მცურავ კურსზე
ავტორი:
22 დეკემბერი, 2015. 13:41


ანასტასია ლიალიკოვა


აზერბაიჯანმა მანათი „თავისუფალ ცურვაზე" მიუშვა. ამის მიზეზი პარტნიორი ქვეყნების ვალუტის დევალვაციაა; შედეგად დოლარის ოფიციალური კურსი 47 % გაიზარდა.


აზერბაიჯანის ცენტრალურმა ბანკმა გამოაცხადა, რომ 21 დეკემბრიდან მანათის მცურავ კურსზე გადადის, იუწყება სააგენტო „აზერი-პრესი".


„ამ გადაწყვეტილების შედეგად, მანათის კურსის ფორმირება ძირითადად ფუნდამენტური ფაქტორების გათვალისწინებით მოხდება, ანუ სავალუტო ბაზარზე არსებული მოთხოვნისა და მიწოდების შესაბამისად. ცენტრალური ბანკის აქტივობა შესაბამისი რეჟიმით განხორციელდება".


ცენტრალურ ბანკში ამ გადაწყვეტილებას იმით ხსნიან, რომ ენერგომატარებლების ბაზარზე გაიზარდა მოთხოვნილება, ხოლო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური ზრდა შეჩერდა. ამ პროცესმა გავლენა მოახდინეს აზერბაიჯანის ეკონომიკაზე, რომელიც გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრაციის გზას ადგას.


„მნიშვნელოვნად შემცირდა დადებითი სალდო ქვეყნის საგარეო ვაჭრობის ბალანსში და სხვა წყაროებიდან ვალუტის შემოდინება". - ბანკში ამბობენ, რომ 2015 წლის თებერვალში მოხდა მანათის დევალვაცია, რომლის თანახმადაც სავალუტო ბაზარი და ეროვნული ვალუტის კურსი ადაპტირებულ იქნა ნავთობის ფასთან 50-55 დოლარის დონეზე. თუმცა ივლისის შემდეგ ნავთობზე ფასების დაცემა მძიმედ დააწვა აზერბაიჯანულ მანათს, ნეგატიურად იმოქმედა პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკის ვარდნამაც - „შექმნილმა სიტუაციამ გვაიძულა მანათის კურსი ნავთობის ახალ ფასზე მიგვება", - დაასკვნეს ცენტრალურ ბანკში.


მომხდარის შედეგად 18 დეკემბრის შემდეგ დოლარის კურსმა ეროვნულ მანათთან მიმართებაში 47,63 %-ით აიწია.


აგვისტოს ბოლოს იგივე ზომები მიიღო ყაზახეთმა და ტენგე 28 % გაუფასურდა. მაშინ ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ქარიმ მასიმოვმა განაცხადა, მსგავსი ღონისძიება ბიუჯეტის შევსებისთვის გაკეთდა და დაიზოგა ნაციონალური ფონდის რესურსი.


2014 წლის ნოემბერში რუსეთის ბანკმა სავალუტო კორიდორი მოშალა და გააუქმა რეგულარული სავალუტო ინტერვენცია. მაშინ გამოცხადდა, რომ ბანკი სავალუტო ბაზარზე ინტერვენციით გამოვა იმ შემთხვევაში და იმ დოზით, რომ სპეკულაციური მოთხოვნა და აჟიოტაჟი ჩააქროს.




თარგმნა თამაზ ჩიქვანაიამ


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016