მსოფლიო
იგორ კოლომოისკი: როგორც კი მიხეილ სააკაშვილი თანამდებობიდან წავა, ძაღლივით ვცემ
22 დეკემბერი, 2015. 13:55
უკრაინელმა ოლიგარქმა, დნეპროპეტროვსკის ყოფილმა გუბერნატორმა იგორ კოლომოისკიმ გამოცემა Polotico-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მან ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს საარჩევნო კამპანია დაუფინანსა და გადაყენების შემდეგ სააკაშვილს ცემით ემუქრება. კოლომოისკი ამბობს, რომ გუბერნატორად დანიშვნამდე სააკაშვილი მასთან დნეპროპეტროვსკში ჩავიდა.
„ის გვაქებდა, სადღეგრძელოებში ჩვენზე ძალზე დადებითად საუბრობდა. ჩემზე ამბობდა, რომ მე პუტინისთვის ნომერ პირველი მტერი გავხდი სააკაშვილის ნაცვლად", - ამბობს კოლომოისკი.
ოლიგარქი აცხადებს, რომ თუ სააკაშვილს ოდესმე დაიჭერს, მას აუცილებლად „სახეს აულეწავს".
„როგორც კი ის თანამდებობიდან წავა, მე მას ძაღლივით ვცემ", - განაცხადა იგორ კოლომოისკიმ.
წყარო - kvira.ge
13 თებერვალი, 2016. 15:16
13 თებერვალი, 2016. 14:15
13 თებერვალი, 2016. 12:29
10 თებერვალი, 2016. 16:38
09 თებერვალი, 2016. 20:08
09 თებერვალი, 2016. 12:22
08 თებერვალი, 2016. 11:25
08 თებერვალი, 2016. 11:08
06 თებერვალი, 2016. 21:57
06 თებერვალი, 2016. 16:36
06 თებერვალი, 2016. 15:32
06 თებერვალი, 2016. 14:39
06 თებერვალი, 2016. 10:53
05 თებერვალი, 2016. 17:40