4. ფინეთის გამოძიების ბიუროს მიერ ბესარიონ გუგუშვილის ზვიად გამსახურდიას „მკვლელობის“ №7494802 საქმესთან დაკავშირებული დაკითხვა
ფინეთის გამოძიების ბიუროს მკვლელობების განყოფილების მიერ ჩატარებული დაკითხვის ოქმები და დაკავშირებული დოკუმენტაცია.
National Bureau of Investigation – Keskusrikospoliisi, Homicide Crime.
დაკითხვას უძღვებოდა უფროსი გამომძიებელი სუსანა პოროლა
დაკითხვა ფინეთის კანონების შესაბამისად ჩატარდა
ელფოსტით, ინგლისურ ენაზე მიმოწერის საშუალებით
@ 21.10.2015 10:31
გამარჯობათ,
ჩვენ მივიღეთ მოთხოვნა (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მთავარი პროკურორის სამსახურისგან) დაგკითხოთ, როგორც მოწმე ბატონ ზვიად გამსახურდიას (საქართველოს პირველი პრეზიდენტი 1991-1992) დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის საქმეზე.
ქართულ მხარეს სურს დაესწროს დაკითხვას.
კანონით დაშვებული არაა გადმოგცეთ ქართული მხარის ოფიციალური მოთხოვნის ასლი (საქმე №7494802), მაგრამ შემიძლია მოგაწოდოთ შეკითხვების ნუსხა, რომელზეც გვჭირდება თქვენი პასუხები.
დაკითხვისას გეყოლებათ მთარგმნელი. რომელი ენაა საჭირო, თქვენი მშობლიური ენა რუსულია, ქართული?
თუ თქვენ არ გსურთ ქართული მხარის დასწრება, ამის გადაჭრა შეუძლია ჩვენს მთავარ გამომძიებელ ინსპექტორს ბატონ ტუორასს, ასეთი საკითხებს გასწყვეტა მისი კომპეტენციაა.
ჩვენ შეგვიძლია მოვაწყოთ აუდიო დაკითხვა აქ, გამოძიების ბიუროში. ეს ყველაზე იოლი გზა იქნებოდა. შემდეგ, აუდიო ჩანაწერს ჩვენ გადავუგზავნიდით ქართულ მხარეს, ასე რომ მათ ექნებათ შესაძლებლობა მოისმინონ ყველაფერი.
თქვენი საცხოვრებლის მისამართს ქართულ მხარეს არ შევატყობინებთ.
საუკეთესო სურვილებით
სუსანა პოროლა
შეკითხვები გამოაგზავნეს ფოსტით — იხ. PDF დოკუმენტი
@ 21.10.2015 13:08
სუსანა პოროლას
გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩემი აზრი და მოთხოვნები — იხილეთ დართული დოკუმენტი.
ბესარიონ გუგუშვილი
დართული დოკუმენტი (შემდგომ ”answer”):
საქართველოს მთავრობას მიღებული აქვს დადგენილება, ხელმოწერილი ვიცე-პრემიერის ა.მაგრგიანის მიერ (16 თებ. 1993), რომელშიც საგანგებოდაა აღნიშნული, რომ ზ.გამსახურდიას სიკვდილის თვითმხილველები არ მიიღებენ მონაწილეობას გამსახურდიას სიკვდილთან დაკავშირებულ არავითარ გამოძიებაში (პარაგრაფი 3. იხილეთ ქვემოთ).
მე მოვითხოვ ქართული მხრისაგან პატივი სცენ საკუთარ ვალდებულებებს და არ მივიღებ მონაწილეობას მათს პოლიტიკურად მოტივირებულ და ფალსიფიცირებულ „გამოძიებაში“ — მით უმეტეს ისეთ ვითარებაში, როდესაც რაიმე სერიოზული დასაბუთებებისა და დამაჯერებელი ფაქტების გარეშე — ზ.გამსახურდიას თვითმკვლელობა კლასიფიცირებულია როგორც მკვლელობა.
ასევე, საგანგებოდ უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს (ფაქტობრივი) მთავრობის ზემოთხსენებული დოკუმენტის შესაბამისად საქართველოში არასოდეს ჩატარებულა ზ.გამსახურდიას ცხედრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, და ეს გარემოება ნებისმიერ გამოძიებას კანონიერ საფუძველს მოკლებულს ხდის.
სხვა მხრივ, მე მზად ვარ ვუპასუხო და ვისაუბრო ქართული მხარის ნებისმიერ შეკითხვებზე ღიად, საჯაროდ — საქართველოს ნებისმიერი პოპულარული სატელევიზიო არხის გამოყენებით.
(თანდართული ქართული ტექსტი)
თვითმკვლელობის მოწმეთა პირველადი შეტყობინების მოთხოვნათა ოჯახის მიერ ინსპირირებულიბოროტი უგულვეყოფა და შედეგები
1993 წლის 31 დეკემბერის დამდგომს ზ.გამსახურდიას თვითმკვლელობის შემდეგ — ჯიხაშკარში ცხედრის გაპატიოსნებისა და სასწრაფო დროებითი დასაფლავებისთანავე, უკვე 3 იანვარს, ხუთიდან ორი მცველი ბათუმის გავლით გაემგზავრა გროზნიში ჯ.დუდაევთან და გარდაცვლილის ოჯახთან — სიკვდილის ცნობით და სიკვდილის მოწმეების კატეგორიული მოთხოვნებით — რამაც არაუგვიანეს 1994 წ. 5 იანვარს გამთენიისას ჩააღწია დანიშნულებისამებრ:
სიკვდილის მოწმეები კატეგორიულად მოითხოვდნენ თვითმკვლელობის რეგიონში სანდო, მაღალ კვალიფიცირებული საერთაშორისო საგამომძიებლო და სამედიცინო-საექპერტო ჯგუფის დაუყობენლივ მივლინებას — რათა ”ცხელ კვალზე” მომხდარიყო გამსახურდიას ცხედრის, თვითმკვლელობის იარაღის, მასრის, ტყვიისა და ზოგადად ”სიკვდილის სცენისა” და გარემოს შესწავლა, სიკვდილის თვითმხილველთა და ექიმ ჯალაღონიას დაკითხვა და სიკვდილის მოწმეების ყოველგვარი (მათ შორის ნარკოლოგიური და ფსიქიკურ-ფსიქოლოგიური — Posttraumatic stress disorder – PTSD) გამოკვლევა — მსოფლიოში ზოგადად მიღებული სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების შესაბამისად.
სამივე ადამიანი, რომელიც თვითმკვლელობის თვითმხილველი და მოწმე იყო, თითქმის თვენახევრის განმავლობაში ადგილზე, სასტიკი და ულმობელი მტრის გარემოცვაში დარჩა, ყოვლად აუცილებელი საგამომძიებლო და სამედიცინო-საექსპერტო ქმედებების ჩატარების მოლოდინში — თუმცა, ეს გადაწყვეტილება მათი სიცოცხლისთვის არსებით რისკთან იყო დაკავშირებული — ფაქტობრივი ხელისუფლების მიერ გამსახურდიას ცხედრის გაშმაგებული ძებნის პირობებში, როდესაც თვითმხილველები იძულებულნი იყვნენ საფლავის სადარაჯო პერიმეტრში ყოფილიყვნენ…
«იმ დღესვე {ანუ 5 იანვარს — რედ.} თბილისში ჩეჩნეთიდან სამთავრობო დელეგაცია გაფრინდა. ასეთი ოპერატიულობა გარდა ჭირისუფლობის ბუნებრივი გრძნობისა, იმითაც იყო გამოწვეული, რომ პრეზიდენტის გარდაცვალების შესახებ ცნობის გავრცელებისთანავე ჯ.იოსელიანმა განაცხადა: „გამსახურდია ჩეჩნებმა თავად მოკლეს გროზნოში და გვამი საქართველოში ჩამოიტანესო“. ამ დელეგაციამ შევარდნაძეს ჯოხარ დუდაევის სურვილი გადასცა – საქართველოს პირველი პრეზიდენტის თბილისში შესაფერისი პატივით დაკრძალვის შესახებ და იმ დღესვე დაბრუნდა (თუ მეორე დღეს, ზუსტად არ მახსოვს).
ჩეჩნებს თბილისიდან ქართული დელეგაცია ჩამოჰყვა. მათთან სამუშაო შეხვედრაზე მეც დამიძახეს. შეხვედრას ვიცე-პრეზიდენტი ზელიმხან იანდარბიევი და ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ესწრებოდნენ. უკვე ამ დროისათვის… პრეზიდენტ გამსახურდიას ქვრივმა ქ-ნმა მანანამ სავსებით ნათლად ჩამოაყალიბა ზვიად გამსახურდიას ნეშტის გროზნოში გადმოსვენების სურვილი.
…მეორე დღიდან დაიწყო სატელეფონო მოლაპარაკების 40-დღიანი უაზრო მარათონი, რომელსაც ზელიმხანი მათე ციხესაშვილის დახმარებით აწარმოებდა. ოჯახის მოთხოვნები ხუთ პუნქტად ჩამოვაყალიბეთ» {იხ. ქვემოთ გ.შარაძის დოკუმენტში – რედ.}
მერაბ კიკნაძე. გაზ. „24 საათი“. – 2006. – 5 აგვისტო. – N175 (1327). – გვ.8.9
ამდენად და ამგვარად, სწრაფი და ობიექტური საგამომძიებლო-საექპერტო რეაგირების (რაც სავალდებულოა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით) მოლოდინში მყოფი თვითმკვლელობის თვითმხილველები ლამის თვენახევრის განმავლობაში უშედეგოდ ელოდებოდნენ საჭირო რეაგირებას. მაგრამ, არათუ რეაგირებასა და სიტუაციის გარკვევას, არამედ თუნდაც საქმის მიმდინარეობის შესახებ ცნობის მიწოდებასაც კი ვერ ეღირსნენ გროზნოდან…
აი მოკლე ჩამონათვალი იმისა, თუ თვითმკვლელობის მოწმეებისათვის რა უაღრესად არსებითი და —ნორმალური, სრულყოფილი საგამომძიებლო პროცესისთვის ყოვლად აუცილებელი მასალა დაიკარგა ან მიუღწეველი გახდა შემდგომ დროისთვის — გამსახურდიას ოჯახის ცბიერი ჩანაფიქრის რეალიზაციისთვის გაფლანგულ ამ უსაშველო მოლოდინის პერიოდში — იმის გამო, რომ არ ჩატარდა საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ყოვლად აუცილებელი საგამომძიებლო პროცედურები:
- არ მოხდა თვითმკვლელობის იარაღის დროული და ფორმალური ამოღება და სრულყოფილი შესწავლა (თითების ანაბეჭდებისა და დნმ კვალის ჩათვლით)
- არ მოხდა გარდაცვლილის ხელის შესწავლა გასროლის შედეგად დარჩენილ დენთის კვალის დასადგენად
- ვერ იქნა გამოყენებული ლითონსაძებნი აპარატი სიკვდილის გამომწვევი ტყვიის საპოვნელად და არ ჩატარდა ტყვიის საჭირო ანალიზი-შესწავლა
- არ იქნა დეტალურად დაფიქსირებული გარდაცვლილის საწოლისა და საგებლების, მისი ტანსაცმლისა და თეთრეულის მდგომარეობა სისხლის მრავლისმეტყველ და სხვა ქიმიურ და ბიოლოგიურ ნაკვალევებზე (მაგ. მედიკამენტებისა და უცხო დნმ ჩათვლით)
- არ იქნა შესწავლილი გარდაცვლილის ინტენსიურად წარმოდენილი ნახველი, რომლითაც შევსებული იყო მისი ლოგინის ქვეშ დადგმული თასი
- არ იქნა დაფიქსირებული სიკვდილის სცენის (ბინის) ოთახების მდგომარეობა, აქ მდებარე საწოლები და მათი ურთიერთ განლაგება, თვითმკვლელობის სათავსოს განათების დონე და მისი თავისებურებები, აუდიო-მახასიათებლები (გასროლის ხმის ჩახშობის შესაძლებლობებისა და სიძლიერის დასადგენად), კარ-ფანჯრისა და დარაბების მდგომარეობა და სხვა მრავალი — ზოგადად, კომპრომენტირებულ იქნა გამოძიების გარემო
- და, რაც ყველაზე არსებითია, არ ჩატარდა ცხედრის სრულყოფილი სამედიცინო ექსპერტიზა — თუნდაც ძალზე არსებითი ფაქტორის — ფრიად შესაძლებელი დიაბეტური გამწვავებისა და/ან სხვა მძიმე (შესაძლოა სასიკვდილო) დაავადების კვალის აღმოსაჩენად — რასაც შეეძლო ემოქმედა მის ფსიქიკურ-ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე
გამსახურდიას ოჯახის გარიგება საქართველოს ფაქტობრივ ხელისუფლებასთან თვითმკვლელობის თვითმხილველთა ზურგს უკან
«…[გვ.12] გროზნოდან თბილისში ვიცე პრეზიდენტის ზელიმხან იანდარბიევის მეთაურობით ჩამოსულმა ჩეჩნეთის რეპუბლიკის ოფიციალურმა დელეგაციამ დაადასტურა ზვიად გამსახურდიას თვითმკვლელობით დაღუპვის ცნობა და გროზნოში მივლინებულმა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმაც იგივე ამბავი ჩამოიტანეს. ამასობაში, ვიცე-პრემიერის ავთანდილ მარგიანის ხელმძღვანელობით შეიქმნა კომისია, რომელშიც საზოგადოებრიობის წარმომადგენლად მეც ჩამრთეს. კომისიის შექმნის მთავარი მიზეზი გახლდათ ზვიად გამსახურდიას ოჯახის კერძოდ მისი მეუღლის მანანა არჩვაძე-გამსახურდიას მიერ საქართველოს ხელისუფლებისათვის 13 იანვარს გამოგზავნილი მოთხოვნების განხილვა და მათი განხორციელების [გვ.13] შესაძლებლობის შემთხვევაში სისრულეში მოყვანა.
აი, ეს მოთხოვნებიც (მოგვყავს ქართული თარგმანი, დედანი შესრულებულია რუსულ ენაზე):
«1. მოგვეცეს გარანტიები დაუბრკოლებლად და დაუყონებლივ ცხედრის გადასასვენებლად ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, სადაც დროებით ცხოვრობს მიცვალებულის ოჯახი.
2. მოგვეცეს გარანტიები ხელშეუხებლობისა და საქართველოდან დაუბრკოლებლად გასვლისა ოჯახის წევრების, სიკვდილის თვითმხილველებისა და სხვა პირებისა, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ცხედრის გადასვენებაში.
3. ოჯახის წევრები და სიკვდილის თვითმხილველები კატეგორიულ უარს აცხადებენ პრეზიდენტ გამსახურდიას სიკვდილთან დაკავშირებით რაიმე გამოძიებაში მონაწილეობის მიღებაზე.
4. პრეზიდენტ გამსახურდიას ოჯახი კატეგორიულ უარს ამბობს მიცვალებულის ცხედრის გაკვეთაზე, გამოკვლევაზე ან სხვა რაიმე მოქმედებაზე, გარდა გამოცნობისა უშუალოდ ცხედრის ადგილსამყოფელზე.
5. მიცვალებულის ოჯახი მოითხოვს შეიქმნას საერთაშორისო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს ზემოთდასახელებულ მოთხოვნათა შესრულებაზე მეთვალყურეობას.
[გვ.14] ოჯახი მოითხოვს ზემოთაღნიშნულ მოთხოვნათა უმოკლეს ვადაში განხორციელებას.
მანანა არჩვაძე-გამსახურდია 13.1.1994.»ამ მოთხოვნებში ყველაზე მძიმედ გამოიყურებოდა მეოთხე მუხლი, რომელშიც უარყოფილი იყო ცხედრის გაკვეთა და სიკვდილის ნამდვილი მიზეზების დასადგენად სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება და მეტი ობიექტურობის დაცვის მიზნით თბილისში მოიწვიეს საერთაშორისო ექსპერტები დოქტორი ზანეზისი ინგლისიდან, დოქტორი ვბოტე გერმანიიდან, პროფესორები ისაევი და პანოვი რუსეთიდან. ამიტომ თბილისში თითქმის ორკვირიანი უშედეგოდ ყოფნის შემდეგ ზემოთდასახელებული საერთაშორისო ექსპერტები იძულებულნი გახდნენ სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ…
[გვ.15]… 20 იანვარს ოჯახის ახლობლებთან ერთად გავემგზავრეთ გროზნოში (თვითმფრინავში დაგვხვდნენ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებიც, რომელთაც ოფიციალური მოლაპარაკება უნდა ეწარმოებინათ ზ.გამსახურდიას ოჯახის მოთხოვნების დაკმაყოფილების თაობაზე)… პრეზიდენტმა ჯოჰარ დუდაევმაც საღამოს შეხვედრაზე, რომელმაც იმავე პირველწყაროზე დაყრდნობით განგვიცხადა, რომ ზვიად გამსახურდია თავისი ნებით განშორდა ამ ქვეყანას და თავი მოიკლა „სტეჩკინის“ [გვ.16] ტიპის პისტოლეტით და ტყვია დახლილი აქვს თავის ზედა არეში, მარჯვენა საფეთქელთანო.
გროზნოში ყოფნისას… შემახვედრეს გროზნიში საერთაშორისო მეთვალყურეებად ჩამოყვანილ ლიტვის სეიმის წევრებს პატაცკასს და რომუალდ ხოფერტინენს …
[გვ.33] …16 თებერვალს გროზნოდან თბილისში ჩამოვიდა ჩეჩნეთის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაცია ვიცე-პრეზიდენტ ზელიმხან იანდარბიევის მეთაურობით. დელეგაციაში ჩეჩნეთის რესპუბლიკის ოფიციალურ პირებთან ერთად შედიოდნენ საერთაშორისო მეთვალყურეებად მოწვეული წარმომადგენლები ლიტვისა და ინგუშეთის რესპუბლიკებიდან.
16 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახლში, ვიცე-პრემიერ ავთანდილ მარგიანის კაბინეტში დოკუმენტურად გაფორმდა
შეთანხმება ზვიადგამსახურდიას ცხედრის ადგილსამყოფელის მოძიებისა და გროზნიში გადასვენების თაობაზე იმმოთხოვნების შესაბამისად, რომელიც წამოყენებული იყო მანანა არჩვაძე-გამსახურდიას 13 იანვრის ოფიციალურ წერილში.»წყარო:
გ.შარაძე, ზვიად გამსახურდიას სიკვდილი და დასაფლავება, „სახალხო წიგნი“, თბ., 1995ზ.გამსახურდიას გადასვენების კომისიის წევრის გ.შარაძის წარმოდგენილ, ზემოთ მოტანილ დოკუმენტთან დაკავშირებით — რომელიც მიღებული, გაფორმებული, ხელმოწერილი და სამოქმედოდ მიღებულია საქართველოს ფაქტობრივი ხელისუფლების მიერ, გადასვენების საერთაშორისო კომისიის წევრების მონაწილეობითა და მეთვალყურეობით, — და ამ დოკუმენტის დებულებებიდან გამომდინარე ზ.გამსახურდიას თვითმკვლელობის მოწმეებს გვაქვს კატეგორიული და კარდინალური პრეტენზიები საქართველოს ფაქტობრივი ხელისუფლების მიმართ:
- საქართველოს ფაქტობრივი ხელისუფლების მთავრობის ხელმოწერილი შეთანხმება — რომლის მესამე მუხლში დაფიქსირებულია, რომ: « სიკვდილის თვითმხილველები კატეგორიულ უარს აცხადებენ პრეზიდენტ გამსახურდიას სიკვდილთან დაკავშირებით რაიმე გამოძიებაში მონაწილეობისმიღებაზე» — არანაირად არ ყოფილა შეთანხმებული ზ.გამსახურდიას თვითმკვლელობის თვითმხილველ მოწმეებთან (ამას თუნდაც ის უცილობელი ფაქტი ასაბუთებს, რომ შეთანხმების პროცესის დროს ისინი ჯერ კიდევ სამეგრელოში იმყოფებოდნენ და არაფერი იცოდნენ ამ გარიგების შესახებ).
- მეტიც და პირიქით — ზ.გამსახურდიას თვითმკვლელობის თვითმხილველი მოწმეები ყოველთვის დაბეჯითებით მოითხოვდნენ ობიექტურ, ღრმა, იურისტთა საერთაშორისო ჯგუფის მიერ გამოძიების ჩატარებას — დაწყებული ზ.გამსახურდიას სიკვდილის შესახებ გროზნოში მიწოდებული პირველი ცნობიდან და თვით გროზნიში მისი დაკრძალვის დღის ჩათვლით!
- ამას მხოლოდ ის შეიძლება დაემატოს, რომ ზემოთაღნიშნულ შეთანხმებაზე, რომელიც თვითმკვლელობის თვითმხილველების ძალზე არსებით იურიდიულ, სამართლებრივ ინტერესებს ეხება — არაა თვითმკვლელობის თვითმხილველ მოწმეთა ხელმოწერა და არც რაიმე ცნობაა იმის შესახებ, რომ ისინი თანახმანი არიან ამ შეთანხმებაზე!
გამოძიებაში მონაწილეობის მიღებაზე ყოველივე ზემოთგანხილულის გათვალისწინებით:
რა სინდისიერი ან რა სამართლებრივი უფლება აქვს საქართველოს ფაქტობრივ ხელისუფლებას ზ.გამსახურდიას თვითმკვლელობის თვითმხილველ მოწმეებს — მათი ინტერესების სისტემატური და მრავალჯერადი გათელვისა და უგულველყოფის შემდეგ, მისივე მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის პირობების დარღვევის ანუ პირის არაკაცული გატეხვის ფონზე, საკუთარი სახელმწიფოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მრავალჯერადი დარღვევების ფონზე — კვლავ მოსთხოვოს ამმოწმეებს რაღაც მორიგ ბითურულ ”გამოძიებაში” მონაწილეობა?
- საქართველოს ფაქტობრივი ხელისუფლების მთავრობის ხელმოწერილი და მოქმედებაში, ანუ აღსასრულებლად მიღებული შეთანხმება — რომლის მეოთხე მუხლში დაფიქსირებულია, რომ: «პრეზიდენტ გამსახურდიას ოჯახი კატეგორიულ უარს ამბობს მიცვალებულის ცხედრის გაკვეთაზე, გამოკვლევაზე ან სხვა რაიმე მოქმედებაზე, გარდა გამოცნობისა უშუალოდ ცხედრის ადგილსამყოფელზე.» — აგრეთვე ძირეულად და კატეგორიულად ეწინააღმდეგება ზ.გამსახურდიას თვითმკვლელობის თვითმხილველი მოწმეების იურიდიულ და სამართლებრივ ინტერესებს.
- პრემიერი გუგუშვილი, სხვა თვითმკვლელობის თვითმხილველები გროზნოში ჩასვლისთანავე — შეთანხმების მეოთხე მუხლის შინაარსის შეტყობისთანავე კატეგორიულად და დაბეჯითებით ითხოვდნენ (ჩეჩნეთის მთავრობისგან და გადასვენების კომისიის საერთაშორისო დამკვირვებლებისგანაც) ცხედრის სამედიცინო ექსპერტიზას, რათა მომავალში თავიდან აეცილებინათ რაიმე გაუგებრობები და ცილისწამებები.
- მოწმეების ამ მოთხოვნის საპასუხოდ ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერმა და გადასვენების კომისიის თავმჯდომარემ ზ.იანდარბიევმა ისინი დაარწმუნა და აღუთქვა, რომ — რამდენადაც ოჯახი კატეგორიულად ამბობს უარს სამედიცინო ექსპერტიზაზე — ”თვითმკვლელობის ვერსიის გარანტი ოჯახია”.
- იგივე გაიმეორა ზ.იანდარბიევმა პრეს კონფერენციაზე თბილისში:
- Вопрос: Извините. Не считаете ли, что в будущем это вызовет толки, сплетни через много лет может значить что отсуствие в документах свидетельства экспертизы могут вызвать разные толки.
- Ответ З.Яндарбиева: Я думаю что воля семьи которая выражалась многократно и закреплена документами, – для истории также, это дает полное право правительству Грузии действовать таким образом. Потому что семья на себя берет ответственность за толкование версии случившегося – если они сами отказываются категорически от судебной экспертизы.
- Вопрос: Господин Яндарбиев, сюда доходило очень много версий но мы не встречались с семьей и мы не знаем той версии, мы не видели очевидцев которые могли бы сказать какова действительность. Вы не знаете ее? Вы не могли бы нам сказать?
- Ответ З.Яндарбиева: Нам семья сказала – “Звиад Гамсахурдиа добровольно воле ушел из жизни. Сам, Добровольно ушел из жизни”.
დავამატებთ, რომ:
საქართველოს ფაქტობრივმა ხელიუფლებამ ზ.გამსახურდიას თვითმკვლელობის თვითმხილველ მოწმეთა მოქალაქეობრივი უფლებები და საკუთარი ქვეყნის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი კიდევ ერთხელ უხეშად დაარღვია, როდესაც არ ჩაატარა ზ.გამსახურდიას ნეშტის სამედიცინო-სასამართლო ექსპერტიზა მისი თბილისში გადმოსვენებისას — თუმცა ამჯერადაც თვითმკვლელობის თვითმხილველი მოწმეები მას მედიის საშუალებით კატეგორიულად მოითხოვდნენ ამას…
@ 22.10.2015 22:56
სუსანა პოროლას
მე წავიკითხე თქვენს მიერ ფოსტით გამოგზავნილი დოკუმენტი (შეკითხვები).
- თქვენ და თქვენმა გამოძიების ბიურომ უნდა გაითვალიწინოთ, რომ საქართველოს არსებული რეჟიმი — საქართველოს ზ.გამსახურდიას მთავრობის მტერი იყო (და არის) 1991 წელს დაწყებულ სამოქალქო ომში. ზ.გამსახურდიას მთავრობას არ დაუდია არც სამმვიდობო ხელშეკრულება სამოქალაქო ომში მტრულ მხარესთან და არც კაპიტულაცია გამოუცხადებია. დღემდე მე წარმოვადგენ საქართველოს ზ.გამსახურდიას მთავრობას —რამდენადაც არ არსებობს ჩემი გადადგომის ან გადაყენების რაიმე ლეგიტიმური დოკუმენტი. ჩემთვის ის რეჟიმი, რომელიც დღეს საქართველოს მართავს წარმოადგენს მტრულ მხარეს და იგი არაა კანონიერი/ლეგიტიმური. მე არ მქონია და არ მექნება რაიმე კონტაქტები და ურთიერთობები საქართველოს არალეგიტიმურ რეჟიმთან ან მის რომელიმე სტრუქტურასთან — მე ფინეთში დევნილობაში ვარ და ლეგიტიმურობის თვალსაზრისით ჯერაც საქართველოს პრემიერ მინისტრი გახლავართ.
- მეტიც და განსაკუთრებით — მე, როგორც ზ.გამსახურდიას თვითმკვლელობის თვითმხილველი მოწმე არ მივიღებ მონაწილეობას რაიმე გამოძიებაში რომელიც კლასიფიცირებულია როგორც მკვლელობა!
- მე არ მივიღებ მონაწილეობას ამ „გამოძიებაში“ რადგანაც საქართველოს რეჟიმმა მიიღო დადგენილება ხელმოწერილი ვიცე პრემიერ ა.მარგიანის მიერ (16 თებ. 1994) რომელშიც საგანგებოდ აღნიშნულია, რომ „3. ზ.გამსახურდიას სიკვდილის მოწმეები არ მიიღებან მონაწილეობას არავითარ გამოძიებაში“. მე მოვითხოვ ქართული მხარისგან პატივი სცეს საკუთარ ვალდებულებებს.
- მე არ მივიღებ მონაწილეობას ამ „გამოძიებაში“ რადგან ზ.გამსახურდიას თვითმკვლელობისთვითმხილველთა გამუდმებული მოთხოვნების მიუხედავად, რომლებიც დაიწყო მისი სიკვდილისთანავე:
ა) არც საქართველოში (1994), არც ჩეჩნეთში (1994) და არც საქართველოში (2007) არ ჩატარებულა გვამის/ნეშტის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა!
ამას გარდა, არაა გამოქვეყნებული გროზნიში 2007 წელს ზ.გამსახურდიას ნეშტის ექსჰუმაციის აქტი— კუბოსა და თვით ნეშტის მდგომარეობის დეტალური აღწერით და არც შესაბამისი ფოტო-ვიდეო მასალაა წარმოდგენილი…
ბ) არ ჩატარებულა ზ.გამსახურდიას თვითმკვლელობის (სიკვდილის სცენის, გარემოსა და ა.შ.) დაუყონებლივი დეტალური, ობიექტური და პატიოსანი გამოძიება კვალიფიცირებული, ნეიტრალური, ობიექტური ორგანიზაციის მიერ.
გ) ზ.გამსახურდიას სიკვდილის ყველა „გამოძიება“ — ე.წ. „საპარლამენტო კომისიის“ გამოძიების ჩათვლით, რომელსაც მეთაურობდა გამსახურდიას (მამის წმინდანად შერაცხვაში პირადად დაინტერესებული) ვაჟი (2010) იყო და არის პოლიტიკურად მოტივირებული, უსინდისო და არაა ნეიტრალური/ობიექტური — და შეიცავს არაერთ ფალსიფიკაციას არსებითი ფაქტორების შესახებ.
დ) სისხლის სამართლის საქმე ჩემს წინააღმდეგ — წამოწყებული საქართველოს არალეგიტიმური რეჟიმის მიერ 1992 წელს (საქმე#7492801/#7493846 ზ.გამსახურდიას, ბ.გუგუშვილის, ნ.ბურჭულაძისა და სხვათა წინააღმდეგ) არ არის დახურული და არ არსებობს სასამართლოს დადგენილება ვარ თუ არა დამნაშავე ამ საქმეში წამოყენებულ ბრალდებებში.
ე) მას მედიაში საქართველოს არალეგიტიმური რეჟიმის მიერ მართული და წაქეზებული მასიური ცილისმწამებლური კამპანიის გამო, როდესაც ზ.გამსახურდიას თვითმკვლელობის მოწმეებს ცილს წამებენ მკველობაში, მკვლელების ხელშეწყობაში და მკვლელობის დაფარვაში.
- განვლილ 20 წელიწადში მე გამოვაქვეყნე ათობით მოგონება და ინტერვიუ, გამოვეცი საქართველოში სპეციალური წიგნი, რომელშიც ვუპასუხე, განვმარტე ყველა და ნებისმიერი სერიოზული, მნიშვნელოვანი, ფასეული საკითხი ზ.გამსახურდიას სიკვდილთან დაკავშირებით. 2004 წელს პოპულარულ ტელე-შოუში მქონდა ორ საათიანი ინტერვიუ, როდესაც განხილული იყო ზ.გამსახურდიას თვითმკვლელობის ყველა ფასეული ასპექტი.
- მე მზად ვარ სერიოზულად დაინტერესებულ ქართულ საზოგადოებას მივაწოდო ნებისმიერი ინფორმაცია (არალეგიტიმური ხელისუფლების პროკურატურის იმ შეკითხვების ჩათვლით, რომელიც თქვენ მომაწოდეთ) — დამოუკიდებელი მას მედიის საშუალებით, ნებისმიერი პოპულარული სატელევიზიო არხის ჩათვლით.
ან, მე შემიძლია (და ვფიქრობ) ვუპასუხო საქართველოს პროკურატურის ნებისმიერ გონიერ შეკითხვას (თუ ასეთად ჩავთვლი) YouTube-ს ან სხვა მედიის მეშვეობით.
ბესარიონ გუგუშვილი
@ 23.10.2015 21:24
გამარჯობათ
მე მოვითხოვ დეტალურ ახსნა-განმარტებებს — თუ რა დაზუსტებულ და უეჭველ მტკიცებულებებს; უდავო და დასაბუთებულ ფაქტებსა; და, მოწმეების რა გადამოწმებად ჩვენებებს ეფუძნება ზ.გამსახურდიას თვითმკვლელობასთან დაკავშირებული 1994 წლის 5 იანვარს (21 წლის წინ) დაწყებული გამოძიების „დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობად“ კვალიფიცირება!
ზ.გამსახურდიას თვითმკვლელობის თვითმხილველი
ბესარიონ გუგუშვილი
P.S. ჩემს ამ მოთხოვნაზე პასუხი ვერ გამცეს…
@ 24.10.2015 22:07
გამარჯობათ სუსანა პოროლა
მე გადავამოწმე ფინეთის „კრიმინალური გამოძიების აქტი“ (Criminal Investigation Act) — და აღმოვაჩინე, რომ:
თავი 7 – დაკითხვა
პარაგრაფი 1 – დასაკითხის დასწრება დაკითხვაზე
(2) …დასაკითხ მოწმეს უფლება აქვს უპასუხოს ტელეფონით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებებით…
ამ განმარტების შესაბამისად „კომუნიკაციის სხვა საშუალებები“ არ გამორიცხავს დაკითხვის ჩატარებას LIVE რეჟიმში ტელევიზიის მეშვეობით.
ამრიგად, ჩემს შემოთავაზებას ჩემი საჯარო დაკითხვა მოეწყოს საქართველოს ნებისმიერი პოპულარული დამოუკიდებელი ტელეარხის მეშვეობით ძლიერი საფუძველი აქვს ფინეთის „კრიმინალური გამოძიების აქტით“!
მე ტელევიზიით დაკითხვას ვითხოვ იმიტომ, რომ ჩემთვის ძალზე არსებითია ქართულმა სოციუმმა მიიღოს ჩემი პასუხები ზ.გამსახურდიას თვითმკვლელობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე, და — მე ვშიშობ, რომ სხვა პირობებში საქართველოს პროკურატურა გაასაიდუმლოებს, მიჩქმალავს ჩემს პასუხებს და ისინი ქართული საზოგადოებრიობისთვის უცნობი დარჩება; ან, მათ შეუძლიათ მოახდინონ ჩემი პასუხების ფალსიფიცირება.
ფრიად მოსალოდნელი და საშიშია აგრეთვე არასამართლებრივი, ცილისმწამებლური ზეწოლა და პროვოკაციები საქმესთან დაკავშირებულ იმ პირებზეც, რომლებსაც ეხება საქართველოს არალეგიტიმური რეჟიმის პროკურატურის შეკითხვები. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ფასეული მოწმე უკვე მოკლულია და კიდევ მეტი გამუდმებული არაკაცული ცილისწამებებითა და დამცირებებით გამოწვეული უძლიერესი სტრესების გამო დაავადდა და გარდაიცვალა!
ზ.გამსახურდიას თვითმკვლელობის თვითმხილველი
ბესარიონ გუგუშვილი
@ 27.10.2015 16:28
გამარჯობათ სუსანა პოროლა
თქვენს წერილში (21.10.2015) აღნიშნულია:
„ჩვენ მივიღეთ მოთხოვნა დაგკითხოთ, როგორც მოწმე ბატონ ზვიად გამსახურდიას (საქართველოს პირველი პრეზიდენტი 1991-1992 ! ) დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის საქმეზე.“
ამას გარდა, პრეზიდენტი ზ.გამსახურდია შეკითხვებშიც მოიხსენიება როგორც „ყოფილი პრეზიდენტი“, მაგ.: „6. former president“ (აგრეთვე შეკითხვებში 50, 51)
მუ საგანგებოდ უნდა აღვნიშნო, რომ
საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 11 მარტის N1104–Iს დადგენილებით, რომელსაც ხელს აწერს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მ.მაჭავარიანი აღნიშნულია, რომ: „1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში…“
ამდენად,
პარლამენტის 2005 წლის 11 მარტის N1104–Iს დადგენილების შესაბამისად — ზ.გამსახურდია (და მისი მთავრობა, სახელისუფლებო სტრუქტურები) კანონმდებლობით ლეგიტიმური იყო ზ.გამსახურდიას პრეზიდენტად არჩევიდან 5 წლის განმავლობაში ანუ 1996 წლის 26 მაისამდე! და არა საქართველოს პროკურატურის მიერ მითითებულ 1991-1992 წლებში.
ზემოთაღნიღნული ფაქტი ჩემთვის ძალზე არსებითი საფუძველია — რათა არ მივიღო მონაწილეობა ისეთ მხარის „გამოძიებასა“ და „დაკითხვაში“ რომელიც არ ითვალისწინებს საკუთარი პარლამენტის დადგენილებას და არ იღებს მხედველობაში, რომ თვითმკვლელობის მომენტში და საერთოდ მთელს იმ პერიოდში რომელსაც პროკურატურის შეკითხვები მოიცავენ/ეხებიან ზ.გამსახურდია საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი იყოდა მის ხელისუფლებას, პირადად მას (ბოლოს კი მის მცირე შეიარაღებულ ჯგუფს) სამოქალაქო ომის პირობებში, ფრონტზე, ბრძოლის ველზე უპირისპირებოდნენ, ებრძოდნენ, სდევნიდნენ (ბალტინის რუსი ინტერვენტების მიერ ზურგ გამაგრებული) ე.შევარდნაძის არალეგიტიმური რეჟიმის უკანონო, კრიმინალური სტრუქტურები, შეიარაღებული ბანდები და მათ შორის პროკურატურაც, რომელიც ამჟამად ჩემს დაკითხვას ლამობს (იხ.: 1992 წელს ამ პროკურატურის წამოწყებული საქმე#7492801/#7493846 ზ.გამსახურდიას, ბ.გუგუშვილის, ნ.ბურჭულაძისა და სხვათა წინააღმდეგ).
გიგზავნით საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 11 მარტის N1104–Iს დადგენილების ქართულ დედანს:
პარლამენტის დადგენილება
1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ
საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:
- საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში…
…
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანითბილისი,
2005 წლის 11 მარტი.
N 1104–Iს
ზ.გამსახურდიას თვითმკვლელობის თვითმხილველი
ბესარიონ გუგუშვილი
________________________________________
@ 27.10.2015 18:28
სუსანა პოროლას
საქართველოს „სამართალდამცავი სისტემის“, პროკურატურის სახეზე და მის ზნე-ჩვეულებებზე იხილეთ:
მამაკაცის გაუპატიურების ვიდეო დოკუმენტი (ერთი ასობით ასეთიდან) — 18+
პროკურატურისა კორუმპირებულობის ფაქტები ვებიდან:
http://politcommersant.ge/detalpage.php?newsid=1875
http://politcommersant.ge/detalpage?newsid=2906
ბესარიონ გუგუშვილი
@ 03.11.2015 23:30
გამაჯობათ სუსანა პოროლა
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია !
საქართველოს არალეგიტიმური რეჟიმის პროკურატურის მიერ გამოგზავნილი შეკითხვების დაწვრილებითი შესწავლითა და ღრმა ანალიზით იმ დასკვნამდე მივედი, დავადგინე, რომ მათი შეკითხვების უმეტესობადაკავშირებულია, ეხება, გადაჯაჭვულია „ზ.გამსახურდიას, ბ.გუგუშვილის, ნ.ბურჭულაძის და სხვათა“ წინააღმდეგ 1992 წ. აღძრულ #7492801/#7493846 საქმესთან — რომელშიც მე ბრალი მედება როგორც დამნაშავეს, კრიმინალის და რომელიც არ არის დახურული ჩემი და სხვა პირთა (რომლებიც პროკურატურის ჩემდამი დასმულ შეკითხვებში ფიგურირებენ) გამამართლებელი დადგენილებით!
ამ ტიპის შეკითხვებით ზ.გამსახურდიას ხელისუფლების დამამხობელი მხარე და მტერი სამოქალაქო ომში აგროვებს ლეგიტიმურ ხელისუფლებაზე ფასეულ, მნიშვნელოვან, სახელმწიფო საიდუმლოების დონის ინფორმაციას #7492801/#7493846 საქმესთან დაკავშირებით — ლეგიტიმური ხელისუფლების წევრებისა და დაქვემდებერებული სტრუქტურების შესახებ (შეიარაღებული ძალების ოფიცრებისა და საიდუმლო აგენტების ჩათვლით); ლეგიტიმური ხელისუფლების სტურუქტურების შესახებ (საიდუმლო კავშირები, საიდუმლო კომუნიკაციები, მმართველობითი სისტემები, გადაწყვეტილებათა მიღების სპეციფიკა, პირადი ურთიერთობები, და სხვ.); ლეგიტიმური ხელისუფლების ქმედებების შესახებ (შეიარაღებული და საიდუმლო ოპერაციების ჩათვლით და ა.შ.); ლეგიტიმური ხელისუფლების საგარეო კავშირებზე; და ა.შ; და ა.შ.
სინამდვილეში და ფაქტობრივად საქართველოს არალეგიტიმური რეჟიმის პროკურატურის მიერ დაგეგმილი ჩემი დაკითხვა არის ფარული, შენიღბული დაკითხვა #7492801/#7493846 საქმესთან დაკავშირებით.
ჩემგან მოწოდებულ შეკითხვებზე მიღებულ პასუხებზე დაყრდნობით, ამ პასუხების გამოყენებით ზ.გამსახურდიას ხელისუფლების მიმართ მტრული რეჟიმის პროკურატურამ შესაძლოა მტრული, უსინდისო, საზიანო ქმედებები ჩაიდინოს დაკითხვის შეკითხვებში ხსენებულ პირთა მიმართ, რომლებიც ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან იყვნენ კავშირში, ეხმარებოდენ, ხელს უწყობდნენ ბრძოლებში და/ან თავშესაფარს აძლევდნენ ზ.გამსახურდიას შეიარაღებულ ჯგუფს — რაც არაერთხელ მომხდარა განვლილ 20 წელიწადში!
მე კიდევ ერთხელ უნდა შევახსენო თქვენს ბუიროს, რომ მე მოვითხოვე და მივიღე ფინეთში პოლიტიკური თავშესაფარი უპირველეს ყოვლისა საქართველოში ჩემი იმ დევნის გამო, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია #7492801/#7493846 საქმესთან ზ.გამსახურდიას, ბ.გუგუშვილის, ნ.ბურჭულაძის და სხვათა შესახებ.
იმ შემთხვევაში, თუ ფინეთის მხარე დამავალდებულებს მივიღო მონაწილეობა საქართველოს არალეგიტიმური რეჟიმის პროკურატურის მიერ დაკითხვაში (მის მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხების გაცემას) — იგი უხეშად დაარღვევს ჩემს პოლიტიკური თავშესაფრისა და ადამიანის უფლებებს.
ამავე დროს, ფინეთის მხარე თანამონაწილე გახდება თუ შეკითხვებში ფიგურირებული პირების მიმართ საქართველოს პროკურატურა მისთვის ფრიად ჩვეულ სასტიკ ან დამამცირებელ ქმედებებს ჩაიდენს.
ზ.გამსახურდიას თვითმკვლელობის თვითმხილველი
ბესარიონ გუგუშვილი
@ 23.11.2015 10:23
ბატონ ბესარიონ გუგუშვილს
ფინეთის კანონმდელობის შესაბამისად მოწმის დაკითხვა დაშვებულია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. მე უკვე გამოგიგზავნეთ ქართული მხარის შეკითხვები დაკავშირებული ბატონ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიებასთან (იხილეთ დართული “kysymykset“). თქვენ კეთილი ინებეთ და გამომიგზავნეთ წერილი (22.10.2015) თქვენი პასუხით ამასთან დაკავშირებით (იხილეთ დანართი თქვენი პასუხით “answer“).
როგორც მოწმემ თქვენ მიიღეთ აგრეთვე ინფორმაცია მოწმისათვის, სადაც აღნიშნულია „სიმართლის თქმისა და ჩვენების მიცემის ვალდებულება“, „საკუთარ თავის დადანაშაულების აცილება“ და „სხვა ინფორმაცია თქვენს უფლება-მოვალეობებზე“ (იხილეთ დართული “information for witness“).
ჩვენთვის აგრეთვე ცნობილია, რომ თქვენ პოლიტიკური თავშესაფარი გაქვთ აქ, ფინეთში.
დასკვნითი შეკითხვები, რომლებისაც ეხლა დაგისვამთ შემდეგია:
- აპირებთ თუ არა როგორც მოწმემ უპასუხოთ შეკითხვებს, რასაც გთხოვთ საქართველოს პროკურატურა?
- თუ არ გინდათ პასუხების გაცემა, რით ასაბუთებთ უარს (grounds)?
- გვაძლევთ თუ არა უფლებას გამოვიყენოთ თქვენი “answer” მოწმის დაკითხვის დოკუმენტად და გავაგზავნოთ იგი საქართველოში?
საუკეთესო სურვილებით
სუსანა პოროლა
________________________________________
@ 25.11.2015 06:36
ქალბატონ სუსანა პოროლას
იხილეთ ჩემი პასუხები თქვენს ბოლო შეკითხვებზე (23.11.2015):
1) მე არ ვაპირებ ვუპასუხო საქართველოს პროკურატურის შეკითხვებს
2) ჩემი უარის დასაბუთება (grounds *) შემდეგია (და, მე გაძლევთ უფლებას გამოიყენოთ ეს დასაბუთება როგორც ჩემი დაკითხვის შემადგენელი ნაწილი და გაუგზავნოთ იგი ქართულ მხარეს “answer“-თან ერთად):
1.
საქართველოს არსებული რეჟიმი იყო (და არის) მტრული მხარე ზ.გამსახურდიას საქართველოს მთავრობის მიმართ სამოქალაქო ომში რომელიც 1991 წელს დაიწყო. ზ.გამსახურდიას მთავრობას არ დაუდია მტერთან სამშვიდობო ხელშეკრულება და არც კაპიტულაცია გამოუცხადებია. მე დღემდე წარმოვადგენ საქართველოს ზ.გამსახურდიას მთავრობას — რამდენადაც არ არსებობს ჩემი გადადგომის ან გადაყენების ლეგიტიმური რაიმე დოკუმენტი. ჩემთვის, რეჟიმი, რომელიც დღეს მართავს საქართველოს მტრის მხარეა და არაა ლეგალური/ლეგიტიმური. მე არ მქონია და არ მექნება არავითარი კონტაქტები და ურთიერთობები საქართველოს არალეგიტიმურ რეჟიმთან ან მის რომელიმე სტრუქტურასთან — მე ვარ დევნილობაში (გამაჩნია პოლიტიკური თავშესაფარი ფინეთში) და კანონიერების თვალსაზრისით ახლაც საქართველოს პრემიერ მინისტრი ვარ.
2.
მეტიც და განსაკუთრებით — როგორც ზ.გამსახურდიას თვითმკვლელობის თვითმხილველი მოწმე მე არ მივიღებ მონაწილეობას არავითარ გამოძიებაში, რომელიც კლასიფიცირებულია როგორც მკვლელობა.
3.
მე არ მივიღებ მონაწილეობას ამ გამოძიებაში იმიტომ რომ, საქართველოს რეჟიმმა მიიღო მისი ვიცე პრემიერის ა.მარგიანის ხელმოწერილი შეთანხმება (16 თებ. 1994) რომელშიც საგანგებოდაა აღნიშნული, რომ:
“3. ზ.გამსახურდიას სიკვდილის მოწმეები არ მიიღებენ მონაწილეობას რაიმე გამოძიებაში”.
მე მოვითხოვ ქართულმა მხარემ პატივი სცეს საკუთარ ვალდებულებებს.
4.
მე არ მივიღებ მონაწილეობას ამ „გამოძიებაში“ რადგან ზ.გამსახურდიას თვითმკვლელობის თვითმხილველთა გამუდმებული მოთხოვნების მიუხედავად, რომლებიც დაიწყო მისი სიკვდილისთანავე:
ა) არც საქართველოში (1994), არც ჩეჩნეთში (1994) და არც საქართველოში (2007) არ ჩატარებულა გვამის/ნეშტის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა
ბ) არ ჩატარებულა ზ.გამსახურდიას თვითმკვლელობის (სიკვდილის სცენისა, გარემოსა და ა.შ.) დაუყონებლივი დეტალური, ობიექტური, კვალიფიცირებული და პატიოსანი გამოძიება ნეიტრალური, ობიექტური ორგანიზაციის მიერ.
გ) ზ.გამსახურდიას სიკვდილის ყველა „გამოძიება“ — ე.წ. „საპარლამენტო კომისიის“ ჩათვლით, რომელსაც მეთაურობდა გამსახურდიას ვაჟი (2010) იყო და არის პოლიტიკურად მოტივირებული, უსინდისო და არაა ნეიტრალური/ობიექტური.
დ) მას მედიაში საქართველოს არალეგიტიმური რეჟიმის მიერ მართული და წაქეზებული მასიური ცილისმწამებლური კამპანიის გამო, როდესაც ზ.გამსახურდიას თვითმკვლელობის მოწმეებს ცილს წამებენ მკველობაში, მკვლელების ხელშეწყობაში და მკვლელობის დაფარვაში.
5.
განვლილ 20 წელიწადში მე გამოვაქვეყნე ათობით მოგონება და ინტერვიუ, გამოვეცი საქართველოში სპეციალური წიგნი, რომელშიც ვუპასუხე, განვმარტე ყველა და ნებისმიერი სერიოზული, მნიშვნელოვანი, ფასეული საკითხი ზ.გამსახურდიას სიკვდილთან დაკავშირებით. 2004 წელს პოპულარულ ტელე-შოუში მქონდა ორ საათიანი ინტერვიუ, როდესაც განხილული იყო ზ.გამსახურდიას თვითმკვლელობის ყველა ფასეული ასპექტი.
6.
საქართველოს არალეგიტიმური რეჟიმის პროკურატურის მიერ გამოგზავნილი შეკითხვების დაწვრილებითი შესწავლითა და ღრმა ანალიზით იმ დასკვნამდე მივედი, დავადგინე, რომ მათი შეკითხვების უმეტესობადაკავშირებულია, ეხება, გადაჯაჭვულია „ზ.გამსახურდიას, ბ.გუგუშვილის, ნ.ბურჭულაძის და სხვათა“ წინააღმდეგ 1992 წ. აღძრულ #7492801/#7493846 საქმესთან — რომელშიც მე ბრალი მედება როგორც დამნაშავეს, კრიმინალის და რომელიც არ არის დახურული ჩემი და სხვა პირთა (რომლებიც პროკურატურის ჩემდამი დასმულ შეკითხვებში ფიგურირებენ) გამამართლებელი დადგენილებით!
ამ ტიპის შეკითხვებით ზ.გამსახურდიას ხელისუფლების დამამხობელი მხარე და მტერი სამოქალაქო ომში აგროვებს ლეგიტიმურ ხელისუფლებაზე ფასეულ, მნიშვნელოვან, სახელმწიფო საიდუმლოების დონის ინფორმაციას #7492801/#7493846 საქმესთან დაკავშირებით — ლეგიტიმური ხელისუფლების წევრებისა და დაქვემდებერებული სტრუქტურების შესახებ (შეიარაღებული ძალების ოფიცრებისა და საიდუმლო აგენტების ჩათვლით); ლეგიტიმური ხელისუფლების სტურუქტურების შესახებ (საიდუმლო კავშირები, საიდუმლო კომუნიკაციები, მმართველობითი სისტემები, გადაწყვეტილებათა მიღების სპეციფიკა, პირადი ურთიერთობები, და სხვ.); ლეგიტიმური ხელისუფლების ქმედებების შესახებ (შეიარაღებული და საიდუმლო ოპერაციების ჩათვლით და ა.შ.); ლეგიტიმური ხელისუფლების საგარეო კავშირებზე; და ა.შ; და ა.შ.
სინამდვილეში და ფაქტობრივად საქართველოს არალეგიტიმური რეჟიმის პროკურატურის მიერ დაგეგმილი ჩემი დაკითხვა არის ფარული, შენიღბული დაკითხვა #7492801/#7493846 საქმესთან დაკავშირებით.
ჩემგან მოწოდებულ შეკითხვებზე მიღებულ პასუხებზე დაყრდნობით, ამ პასუხების გამოყენებით ზ.გამსახურდიას ხელისუფლების მიმართ მტრული რეჟიმის პროკურატურამ (და ზოგადად რეჟიმმა) შესაძლოა მტრული, უსინდისო, საზიანო ქმედებები ჩაიდინოს დაკითხვის შეკითხვებში ხსენებულ პირთა მიმართ, რომლებიც ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან იყვნენ კავშირში, ეხმარებოდენ, ხელს უწყობდნენ ბრძოლებში და/ან თავშესაფარს აძლევდნენ ზ.გამსახურდიას შეიარაღებულ ჯგუფს — რაც არაერთხელ მომხდარა განვლილ 20 წელიწადში!
მე კიდევ ერთხელ უნდა შევახსენო თქვენს ბუიროს, რომ მე მოვითხოვე და მივიღე ფინეთში პოლიტიკური თავშესაფარი უპირველეს ყოვლისა საქართველოში ჩემი იმ დევნის გამო, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია #7492801/#7493846 საქმესთან ზ.გამსახურდიას, ბ.გუგუშვილის, ნ.ბურჭულაძის და სხვათა შესახებ.
საქართველოს არალეგიტიმური რეჟიმის მიერ წამოწყებული ზ.განსახურდიას „მკვლელობის“ გამოძიება პოლიტიკურად მოტივირებულია; გამომძიებლები არ არიან სინდისიერნი და თავისუფლები, მათ არ გააჩნიათ საკმარისი კვალიფიკაცია და ცოდნა-გამოცდილება; და, ზოგადად, ცნობილმი არიან როგორც კორუმპირებულნი. რაიმე სერიოზული სამხილების, მოწმეებისა და დაზუსტებული ფაქტების გარეშე — მხოლოდ და მხოლოდ მმართველი რეჟიმის პოლიტიკური, სპეკულატური ნების შესაბამისად ზ.გამსახურდიას თვითმკვლელობა უსაფუძვლოდ კლასიფიცირებული იქნა თვითმკვლელობად.
3) მე გაძლევთ ნებართვას გამოიყენით ჩემი პასუხები (“answer“) და ეს დასაბუთება (“grounds“) მოწმის დაკითხვის დოკუმეტაციად და გააგზავნოთ ისინი საქართველოში
საუკეთესო სურვილებით
ზ.გამსახურდიას თვითმკვლელობის თვითმხილველი
ბესარიონ გუგუშვილი
- აისახა დაკითხვის ოფიციალურ ოქმში
@ 01.12.2015 15:55
გამარჯობათ ბესარიონ
გადახედეთ დართულ დოკუმეტს დაკითხვის შესახებ და თუ მას სწორად თვლით, ჩვენ მას საქართველოში გადავაგზავნით. თუ რაიმეს დამატება გსურთ, მოგვწერეთ.
საუკეთესო სურვილებით
სუსანა პოროლა
დაერთვის PDF დოკუმენტი:
TOD GOUGOUSHVILI Vissarion [7047906].pdf
@ 02.12.2015 15:37
გამარჯობათ სუსანა
დართული დოკუმენტი, ჩემი დაკითხვის ოქმი ”TOD GOUGOUSHVILI Vissarion.pdf” სწორია და შეგიძლიათ გაგზავნოთ იგი საქართველოში
საუკეთესო სურვილებით
ბესარიონ გუგუშვილი
@ 02.12.2015 15:48
გამარჯობათ ბესარიონ
გმადლობთ თანამშრომლობისთვის.
Have a nice winter time!
B.r
vrk Susanna Porola_______________________
________________________________________
P.S.
P.s.
რას წარმოადგენს პროკურატურა, რომელიც დღეს ზ.გამსახურდიას სიკვდილის გარემოებებს გამოიძიებს?
პროკურატურამ უღალატა ზ.გამსახურდიას ლეგიტიმურ ხელისუფლებას —1991-1992 წლების სახელმწიფო გადატრიალებისას, სამოქალაქო ომის დაწყებისთანავე, პრაქტიკულად მთელი საკადრო შემადგენლობით — რომელთა უდიდესი ნაწილი საბჭოთა უშიშროების სამსახურის ანუ სახუშკომის (КГБ) აგენტურა იყო — რუსეთის მიერ შეიარაღებული და მხარდაჭერილი გადატრიალების მომწყობი ბანდების, პროკრემლისტური კრიმინალური ანტიეროვნული რეჟიმის მხარეს დადგა:
კერძოდ, გენპროკურორი ვახტანგ რაზმაძე თავიდანვე გადავიდა შეთქმულთა მხარეს და როცა კანონიერი ხელისუფლება თავს იცავდა შეიარაღებული თავდასხმებისაგან, 1992 წლის 3 იანვარს 20-მდე კაცის თანხლებით შეიჭრა გენერალური პროკურორის კაბინეტში და თავი გენერალურ პროკურორად გამოაცხადა
1992 წლის 4 იანვარს, საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორის, ვ.რაზმაძის მიერ აღიძრა №7492801 სისხლის სამართლის საქმე საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მიმართ (ამ დროს ზ.გამსახურდიას ხელისუფლება ჯერ კიდევ თბილისში იყო და მძიმე ბრძოლებს ეწეოდა საქართველოში ლეგიტიმურობის გადასარჩენად)
როდესაც საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლება დევნილობიდან დაბრუნდა და საქართველოში მყოფმა პრეზიდენტმა ზ.გამსახურდიამ დანიშნა ახალი გენერალური პროკურორი (კ.ფირცხალავა) — 1993 წლის 5 ოქტომბერს მოღალატე პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს უფროსის მიერ აღიძრა №7493846 სისხლის სამართლის საქმე ზვიად გამსახურდიას, ასევე ბესარიონ გუგუშვილის, ნემო ბურჭულაძის და სხვათა მიმართ
გადატრიალების შემდგომ და სამოქალაქო ომის პერიოდში (რომლის ბედი გადაწყვიტა რუსეთის სამხედრო ინტერვენციამ დასავლეთ საქართველოში — ბალტინის მეთაურობაში მყოფი შავი ზღვის სამხდერო ფლოტმა, აჭარაში დისლოცირებული რუსული სამხედო ბაზის ტანკებმა და დესანტირებულმა „ზერჟინსკის დივიაზიამ“) კრიმინალური რეჟიმის პროკურატურა გადაიქცა ეროვნული ხელისუფლებისა და ეროვნული მოძრაობის უბოროტეს მოძალადე მტრად, რომელიც კლავდა, აწამებდა, ყოველგვარად ავიწროვებდა, ამცირებდა და ყოვლად უსამართლოდ აპატიმრებდა ათასობით ლეგიტიმურობისთვის მებრძოლებსა და მხარდამჭერებს — რასაც ამტკიცებს და აშუქებს საერთაშორისო სამართალდამცავი და ადამიანის უფლებათა დამცავი ორგანიზაციების მრავალრიცხოვანი მასალა
დროის დინებას და არალეგიტიმური რეჟიმების ცვლა/ჩანაცვლებას არ შეუცვლია პროკურატურის ანტიეროვნული არსი და არც დამოკიდებულება ლეგიტიმური ხელისუფლების მიმართ — რასაც ადასტურებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ყბადაღებული №7492801/№7493846 საქმე არ არის ეჭვმიტანილთა გამამართლებელი გადაწყვეტილებით დახურული, ანუ 2015 წელსაც საქართველოს რეჟიმის პროკურატურა სამოქალაქო ომის პლატფორმაზეა ლეგიტიმური ხელისუფლების მიმართ.
ზემოთ მითითებული ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით — მე, ბესარიონ გუგუშვილი —საქართველოს არალეგიტიმური რეჟიმის პროკურატურას განვიხილავ და მივუდგები როგორც სახელმწიფო გადატრიალებაში და სამოქალაქო ომში ზ.გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლებისადმი, ლეგიტიმურობისადმი მტრულ მხარეს, კრიმინალურ ანტიეროვნულ ორგანიზაციას.
________________________________________
P.P.S.
საქართველოში ჩეჩნეთიდან დაბრუნების შემდგომი პერიოდის ზვიად გამსახურდიას „პირადი მცველების“ სამართლებრივი და იურიდიული მდგომარეობა (თუნდაც უფლება-მოვალეობანი) არასწორადაა მოხსენიებულ-გაგებული რეჟიმის პროკურატურის შეკითხვებში — რამდენადაც რეალურად საუბარია ენთუზიასტმოხალისეებზე (მათ არავითარი სპეციალური წვრთნა არ ჰქონდათ განვლილი და არც არავითარ ოფიციალურ რეგლამენტს ემორჩილებოდნენ) — რომლებიც ხუნტასთან და რუს ინტერვენტებთან ომის ფრონტზე, ძალით ბევრად აღმატებულ მტერთან ბრძოლის ველზე, ცეცხლის ხაზზე, დაუსრულებელი დევნის პირობებში — ყოველგვარიანაზღაურების გარეშე (რაც ძალზე არსებითია ფორმალური, პროფესიული პირადი დაცვის ასპექტში), საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ყოველდღიური რისკისა და დაუსრულებელი სტრესების პირობებში (ბოროტი, ყოვლად უზნეო, უმეტესწილად ნარკომანი, წამებებითა და გაუპატიურებებით საზოგადოდ ცნობილი) მტრის ალყაში, შეუსვენებლად და გამუდმებით იცავდნენ პრეზიდენტს უმძიმეს (ხშირად გაუსაძლის) ყოფით პირობებში; ყოველგვარი, თუნდაც ელემენტარული სპეციალური აღჭურვილობის გარეშე; მეტიც — ზამთრის უამინდობის შესაბამისი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გარეშე — იცავდნენ პრეზიდენტს მხოლოდ იმ მოტივითა და სტიმულით, რომ უყვარდათ და პატივს სცემდნენ მას, როგორც ეროვნულ გმირს…
ამასთანავე, საგანგებოდ უდა აღვნიშნო, რომ ირაკლი გოგაძე (პროკურატურის შეკითხვებში [№12] ნახსენებია, როგორც Gogi GOGADZE), და რომელიც ზოგადად მოიხსენება, როგორც ზ.გამსახურდიას „პირადი მცველი“ — სინამდვილეში და ოფიციალურად გაფორმებული იყო, როგორც პრემიერ-მინისტრ ბ.გუგუშვილის რეფერენტი და ამდენად მხოლოდ რეფერენტის მოვალეობებს ასრულებდა.