ლუკია - წმინდა ნიკოლოზის სამშობლოა. იგი ცხოვრობდა ქალაქ მირაში (270-345 წ) და მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი იყო. ლუკია - უძველესი ქვეყანაა. ლუკიელების შესახებ ცნობებს ჰომეროსის „ილიადაში“ ვპოულობთ. ისინი ილიონის დამცველთა რიგებში იყვნენ და ჰომეროსი მათ „ტროანულ ტომად“ მოიხსენიებს.
ქვეყანა ლუკია მდებარეობდა თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, ანატოლიაში. ლუკია იყო ზღვისპირა ქვეყანა, რომლიდანაც, დაწყებული ჩვ.წ.-მდე 14 საუკუნიდან, მეკობრეები მძარცველურ თავდასხმებს ახდენდნენ ეგვიპტეზე. საბოლოოდ, მათ ეწოდათ „ზღვის ხალხი“.
ლუკიელები ლაპარაკობდნენ ხეთურ-ლუვინურ ენის დიალექტზე. ჩვ.წ-მდე მე-5 საუკუნეში მათ უკვე საკუთარი დამწერლობაც ჰქონდათ.
ჩვ.წ-მდე მე-4 საუკუნიდან ლუკიაში გაბატონდნენ სპარსელები, შემდეგ ალექსანდრე დიდი, შემდეგ ეგვიპტის მბრძანებლები პტოლემეები, შემდეგ რომაელები, შემდეგ ბიზანტიელები.
ხოლო მე-11 საუკუნეში აქ მუსლიმანები გაბატონდნენ და ლუკიელებიც, როგორც ერი, გაქრა. მათგან დარჩა ულამაზესი, კლდეში გამოკვეთილი სამარხები, ბარელიეფები, სარკოფაგები.
ისტორიული ცნობების თანახმად, ლუკიაში იყო 70 ქალაქი. როდესაც ლუკია რომის შემადგენლობაში შევიდა, აქ უკვე მხოლოდ 23 ქალაქი იყო, რომლებმაც ქალაქთა გაერთიანება შექმნეს და ეკონომიკურად ძლიერები იყვნენ. მათ შორის ყველაზე გამორჩეული ქალაქები იყო - ქსანფოსი, პათარა, პინარა, ოლიმპოსი, მირა და ტლოსი.
კლდეში გამოკვეთილი სამარხები იმეორებენ იმ ეპოქის სახლების პრინციპს. მიცვალებულს მაღალ სარკოფაგზე ასვენებდნენ, თან ატანდნენ ტანისამოსს, ძვირფასეულობას, სანოვაგეს. ოთახში ერთი შესასვლელი იყო და მას დიდი ქვით ლუქავდნენ.
წყარო: mirchie-love.ge