reportiori.ge - სოფელი მინდა...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 01:58
საზოგადოება
სოფელი მინდა...
ავტორი:
22 დეკემბერი, 2015. 13:00


სოფელი მინდა... აი, ისეთი სოფელი მინდა, მთაზე როა „შეფენილი" და ბევრი, ძალიან ბევრი ოჯახი ერთ პატარა ოჯახად რო ცხოვრობს... ისეთი სოფელი მინდა, სახლიდან სახლამდე ერთი ვიწრო ბილიკი რომ მიუყვება, საცალფეხო...


აი, ისეთი ცოცხალი და მშრომელი სოფელი მინდა, გვალვის დროს წვიმებს რო უმღერიან და წვიმის დროს - მზეს...


სოფელში ყველა ყველას რომ იცნობდეს და არც მიშველება ეთაკილებოდეთ საქმეში და არც გაჭორვას „ერიდებოდნენ"...


ბევრი ბილიკი და ამ ბილიკებზე სასიარულოდ მეზობლებთან ნებისმიერ რამეზე „სასესხებლად" გასვლის მიზეზი მინდა....


ჩემ სოფელში ბევრი ბავშვი უნდა იყოს, რომ სიცოცხლე ახსოვდეს ყველას... მინდა, სოფელი თანდათან იზრდებოდეს და ჩემი შვილები ჩემს სახლში ზრდიდნენ შვილებს და მათაც უხაროდეთ თავისი შვილების შვილების სირბილი მათ სიახლოვეს...


ისეთი სოფელი მინდა, ჩემი ეზოს გასალამაზებლად რო მზობელი ბალღს ატანდეს ახალი ლამაზი ყვავილების ნერგებს...


ყველაზე სუფთა ადგილი მინდა... სადმე ცასთან ახლოს... ყველაზე მაღალ ადგილას... არც ტელეფონი და არც ცივილიზაცია... მხოლოდ მე! და მხოლოდ ჩემი „ცივილიზაცია" მინდა ....მთა ... ნიავი... და შენ..



ავტორი: რუსუდან ზვიადაური, 2013 წ.

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016