რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხვალიდან რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზის მიღების წესებს ამარტივებს.
„რუსულ-ქართული ურთიერთობის ნორმალიზების მიმდინარე პროცესის კონტექსტში და ჩვენს ქვეყნებს შორის პოზიტიური ტენდენციების სტიმულირების ინტერესებიდან გამომდინარე, 2015 წლის 23 დეკემბრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის გაფორმდება მრავალჯერადი საქმიანი, სამუშაო, სასწავლო და ჰუმანიტარული, ასევე, კერძო ვიზები, იმისდა მიუხედავად, არსებობს თუ არა სანათესაო კავშირი მოწვეულსა და მომწვევს შორის მოქმედი მოწვევის ფარგლებში, რომელიც გაცემულია რუსეთის ფედერალური მიგრაციული სამსახურის ორგანოების მიერ დადგენილი წესით.
რუსული მხარე მტკიცედაა განწყობილი, მომავალშიც გადადგას ნაბიჯები, რომელიც ორი ქვეყნის მოქალაქეების ურთიერთობის პირობების გამარტივებისკენაა მიმართული და არ გამორიცხავს შემდგომში, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, უვიზო რეჟიმის შემოღებას", - წერია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში