პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრ არსენ იაცენიუკის შორს არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ შესაძლოა, აღნიშნული გარემოება სააკაშვილს თანამდებობის დატოვების საფუძველი გახდეს. ამის შესახებ ცისკარიშვილი „პრაიმტაიმს" ესაუბრა.
„სავარაუდოდ, სააკაშვილი წავა პოსტიდან, თუმცა, ეს არ იქნება მისი პირადი სურვილი. გადამწყვეტი სიტყვა ეკუთვნის უკრაინის პრეზიდენტს. არ გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილის თემა პოროშენკოს ბრიუსელშიც დახვდეს განსახილველად. არ არის შორს უკრაინის პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილების მიღებისგან, რადგან ოდესის გუბერნატორის გამო შეიძლება უსიამოვნება პირადად პოროშენკოსაც შეხვდეს. მოგზაურობის მოყვარული სააკაშვილისთვის ქვეყნიდან ქვეყანაში გადასვლა პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ გულდასაწყვეტი იქნება, თუ ჩვენი ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, როგორც ვიგინდარას, ისე გააძევებენ უკრაინიდან. ამის მოწოდებები უკვე არსებობს სხვადასხვა პოლიტიკური გუნდის მხრიდან. ვურჩევდი, რომ „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს", - განაცხადა ცისკარიშვილმა.
წყარო: „პრაიმტაიმი"