reportiori.ge - ვალერი ხაბურძანია: ერთია პუტინის განცხადებები, მეორეა - როგორ წავა პროცესები ტექნოლოგიურად
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 14:47
პრეს-დაიჯესტი
ვალერი ხაბურძანია: ერთია პუტინის განცხადებები, მეორეა - როგორ წავა პროცესები ტექნოლოგიურად
ავტორი:
23 დეკემბერი, 2015. 10:14



სამი წელი გავიდა, ბევრი დრო დაიკარგა და ახლაც არის საშიშროება, რომ ამას არავითარი შედეგი არ მოჰყვება", - ასე ეხმაურება უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია ვლადიმირ პუტინის განცხადებას საქართველოსთან სავიჟო რეჟიმის გაუქმებასა და საქართველოს ხელისუფლების გამოხმაურებას აღნიშნულზე. როგორც ხაბურძანიამ „კვირის ქრონიკას" განუცხადა, აუცილებელია, საქართველოს წარმომადგენლობა ჩავიდეს მოსკოვში და წარიმართოს მოლაპარაკებები.


„ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებას უნდა გამოეჩინა უფრო მეტი აქტივობა და თუნდაც ზურაბ აბაშიძის დონეზე დაწყებულიყო მოლაპარაკება მოსკოვში. იმედია, ეს განცხადებები არ ჩაიკარგება ჩინოვნიკურ აპარატებში. კი მაგრამ, პუტინმა რამდენჯერ უნდა გააკეთოს მსგავსი განცხადებები, რომ თბილისში ყურადღება მიაქციონ? სამი წელი გავიდა, ბევრი დრო დაიკარგა და ახლაც არის საშიშროება, რომ ამას არავითარი შედეგი არ მოჰყვება.

 

პრემიერის შეფასება არ არის საკმარისი. უნდა ჩავიდნენ მოსკოვში და დაელაპარაკონ, ვისაც საჭიროა. ყოველ შემთხვევაში, ჯერ ქვედა რგოლებში მაინც. ერთია პუტინის განცხადებები, მეორეა - როგორ წავა პროცესები ტექნოლოგიურად", - განაცხადა ხაბურძანიამ.

 

 

 

წყარო:   „კვირის ქრონიკა"




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016