reportiori.ge - წმინდა ილია მართლის ხსენების დღე წელიწადში 2-ჯერ განისაზღვრა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 21:47
საზოგადოება
წმინდა ილია მართლის ხსენების დღე წელიწადში 2-ჯერ განისაზღვრა
ავტორი:
23 დეკემბერი, 2015. 13:29



საპატრიარქოს მიერ დღეს გავრცელებულ წმინდა სინოდის სხდომის განჩინებაში ნათქვამია, რომ წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) ხსენების დღე წელიწადში 2-ჯერ განისაზღვრა.


განჩინების მიხედვით, სინოდმა წმინდანთა კანონიზაციის თაობაზე იმსჯელა და რამდენიმე პირი წმინდანად შერაცხეს.



წმინდანთა დასში შეირაცხოს კვართისმიმრქმელ წმ. სიდონიას დედა (I .) და ეწოდოს მაცხოვრის ჯვარცმის ჟამს მცხეთას ვნებული და პირველმარტვილი. მისი ხსენება აღინიშნოს წელიწადში ორჯერ - ვნების შვიდეულის პარასკევს და 1 (14) ოქტომბერს. შეიქმნას ხატი და დაიწეროს მსახურება. ელიოზის დის კვართისმიმრქმელ წმ. სიდონიას ხსენების დღედ განწესდეს 1 (14 ოქტომბერი), სვეტიცხოვლობა", - ნათქვამია სინოდის განჩინებაში.



განჩინების ტექსტში ნათქვამია, რომ წმინდანთა დასში შეირაცხოს XIX საუკუნეში სამხრეთ საქართველოში მოღვაწე მღვდელი პეტრე ხმალაძე და ეწოდოს წმ. პეტრე აღმსარებელი. მისი ხსენების დღედ დადგინდეს 1 (14) იანვარი, შეიქმნას ხატი და დაიწეროს მსახურება.



განჩინების ტექსტშია ნათქვამია, რომ წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) ხსენება განისაზღვროს წელიწადში ორჯერ - 20 ივლისს (ახალი სტილით: 02.08), ილიაობის დღესასწაულზე და 30 აგვისტოს (ახალი სტილით: 12.09), მისი გარდაცვალების დღეს.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016