reportiori.ge - შალვა ხაჭაპურიძე: საერთოდ, რა გახდა ეს მურუსიძის პრობლემა?!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 15:49
სამართალი
შალვა ხაჭაპურიძე: საერთოდ, რა გახდა ეს მურუსიძის პრობლემა?!
ავტორი:
23 დეკემბერი, 2015. 13:38



ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე იუსტიციის საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ მურუსიძეს გირგვლიანისა და მოლაშვილის საქმეებში ბევრი რამის გაკეთება შეეძლო, თუმცა, არ მოინდომა. ამის შესახებ ხაჭაპურიძე „რეპორტიორს" ესაუბრა და აქვე დასძინა, რომ ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოს სამუდამო მოსამართლედ არჩევას საზოგადოება არ შეეგუება.


„როდესაც მურუსიძის მოსმენა ხდებოდა, იუსტიციის საბჭოს არცერთ წევრს კითხვაც კი არ დაუსვამს მურუსიძისთვის, თუ რატომ ამბობს, რომ გირგვლიანის საქმეში არაფრის გაკეთება არ შეეძლო. ავიღოთ მაშინდელი სისხლის სამართლის პროცესი, რომელიც უამრავ მექანიზმს შეიცავდა. მას შეეძლო კერძო დადგენილების გამოტანა და საქმის უკან დაბრუნება, თანაც არაერთხელ. მურუსიძის მოსამართლედ არჩევა აბსოლუტურად მიუღებელი საკითხია ჩვენთვის და ამაზე საკმაოდ მწვავე რეაქცია გვექნება.

 

სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოლაშვილის საქმე თავიდან გამოსაძიებელია. ასევე გირგვლიანის საქმეზე მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. ამის შემდეგ გავიდა სამი წელიწადი. რა გახდა ამ საქმეების გამოძიება?! ეს საქმეები რომ გამოეძიებიათ, დღეს მურუსიძეები უკვე გასამართლებულები იქნებოდნენ. საერთოდ, რა გახდა ეს მურუსიძის პრობლემა?!" - განაცხადა ხაჭაპურიძემ.


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016