reportiori.ge - ნინო ბერძული: ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეკომენდაციები, რომელიც პირველადი ჯანდაცვის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 21:57
საზოგადოება
ნინო ბერძული: ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეკომენდაციები, რომელიც პირველადი ჯანდაცვის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის
ავტორი:
23 დეკემბერი, 2015. 13:40


 

გლობალ ალიანსის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარ კუშნერი რამდენიმე დღის წინ თბილისს კიდევ ერთხლ სტუმრობდა და საქმიანი ვიზიტის ფარგლებში სამოქალაქო სექტორისა და სამედიცინო სფეროს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.   

 

ბერნარ კუშნერმა ერთ-ერთი მორიგი  შეხვდრა  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში (NCDC) ჯანდაცვის სამინისტროს, პირველადი ჯანდაცვის რგოლისა   და ქართული სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართა და მათთან ერთად  პირველადი ჯანდაცვისა და მიმდინარე რეფორმების საკითხებზე იმსჯელა.

 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „გლობალური ალიანსის" სტრატეგიული დაგეგმარების ხელმძღვნელი, ექსპერტი პიტერ მაკარა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე და ჯანდაცვის სფეროს სხვა წარმომადგენლები.


„დღეს პირველადი ჯანდაცვა  ჯანდაცვის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.  მოგეხსენებათ, ჯანდაცვის სამინისტრო თანამშრომლობს „გლობალ ალიანსთან" სხვადასხვა საკითხებზე და მათ შორის ერთ-ერთი  პირველადი ჯანდაცვის რეფორმა და მისი გაძლიერების სტრატეგიის შემუშავებაა, საბოლოოდ, ჩვენ უნდა მივიღოთ ისეთი სტრატეგიის სამოქმედო დოკუმენტი, რომელიც მისაღები იქნება ჩვენთვის. რომელიც საბოლოო ჯამში გაზრდის პირველადი ჯანდაცვის ხარისხიან  სერვისებზე ხელმისაწვდომობას. ასევე იქნება მოწოდებული გარკვეული მასტიმულირებელი მექანიზმები იმისათვის, თუ როგორ ავამაღლოთ პირველადი ჯანდაცვის მომსახურების ხარისხი და, ზოგადად, როგორ გავზარდოთ პირველადი ჯანდაცვის ექიმების მოტივაცია",- ითქვა კონფერენციაზე.

 

პირველადი ჯანდაცვის რგოლის წარმომადგენლებმა და ექიმებმა პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით გადაგმულ ნაბიჯებს მნიშვნელოვანი უწოდეს, დადებითად შეაფასეს „გლობალ ალიანსის" ძალისხმევა და ჩართულობა.


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ნინო ბერძულის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ პირველადი ჯანდაცვა ქვეყნის პრიორიტეტად აღიარა, სადაც აუცილებელი ქმედითი ღონისძიებების გატარება უკვე დაიწყო, რასაც  საზოგადოება და „გლობალ ალიანსის" წარმომადგენლები მიესალმებიან. „პირველადი ჯანდაცვა ჯანდაცვის სამინისტროს, ისევე როგორც საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ეს  შეხვედრა ეძღვნება პირველადი ჯანდაცვის რეფორმას. მოგეხსენებათ, ჯანდაცვის სამინისტრო თანამშრომლობს „გლობალ ალიანსთან" სხადასხვა საკითხებზე და მათ შორის ერთ-ერთი პირველადი ჯანდაცვის რეფორმა და სტრატეგიის შემუშავებაა. მათ მოამზადეს საერთაშორისო რეკომენდაციებზე დაყრდნობით პაკეტი. აღნიშნული რეკომენდაციები გათვალისწინებულ იქნება ჯანდაცვის სამინისტროსა და ჩვენი ექსპერტების მიერ საბოლოოდ პირველადი ჯანდაცვის კონცეფციის დოკუმენტშიც, რაც სათავეს დაუდებს უკვე კონკრეტული დეტალური სამოქმედო გეგმის შემუშავებას პირველადი ჯანდაცვის სფეროში. რეკომენდაციები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან  დაფუძნებულია საერთაშორისო მტკიცებით პრაქტიკაზე, მაგრამ მინდა აღვნიშნო ის, რომ ქართელი ექსპერტების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოხდეს ადაპტირება საქართველოს შესაძლებლობებზე და საბოლოოდ მივიღოთ ისეთი სტრატეგიის და სამოქმედო დოკუმენტი, რომელიც მისაღები იქნება ჩვენთვის, რომელიც საბოლოო ჯამში გაზრდის პირველადი ჯანდაცვის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობას. ასევე იქნება მოწოდებული გარკვეული სტიმულები და მექანიზმები იმისათვის, თუ როგორ ავამაღლოთ პირველადი ჯანდაცვის მომსახურების ხარისხი და, ზოგადად, როგორ გავზარდოთ პირველადი ჯანდაცვის ექიმების მოტივაცია", - განმარტა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.


დასასრულს, ბერნარ კუშნერი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და გლობალ ალიანსის" ერთობლივი საბჭოს სხდომას დაესწრო, რომელზეც საქართველოს მთავრობასა და ალიანსს შორის არსებული ხელშეკრულების საფუძველზე  გათვალისწინებული  მომზადებული პროექტები წარადგინეს.


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016