reportiori.ge - ლევან მურუსიძე: ირინა ენუქიძე იყო ღირსეული ქალბატონი, რომელიც მართლაც იბრძოდა უკეთესი ცხოვრებისთვის!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 22:06
საზოგადოება
ლევან მურუსიძე: ირინა ენუქიძე იყო ღირსეული ქალბატონი, რომელიც მართლაც იბრძოდა უკეთესი ცხოვრებისთვის!
ავტორი:
23 დეკემბერი, 2015. 13:46



იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეებთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პრეზიდენტის მიერ ირინა ენუქიძის თამარ მეფის ორდენით დაჯილდოება სწორი გადაწყვეტილება იყო, თუმცა დასძინა, რომ ამის გაკეთება უფრო ადრე იქნებოდა მიზანშეწონილი.



მოსამართლეების აზრით, გუშინდელი დაჯილდოებით პარასკევს დაგეგმილი არჩევნები უვადო მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით პოლიტიკურ ჭრილში იქნა გადატანილი.



მინდა, მთლიანად სასამართლოს პოზიცია გამოვხატო, რომ ჩვენ ვუერთდებით იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც ირინა ენუქიძეს მიენიჭა შესაბამისი ორდენი და მიგვაჩნია, რომ ირინა ენუქიძე იყო ღირსეული ქალბატონი, რომელიც მართლაც იბრძოდა იმ უფლებებისთვის და იმ უკეთესი ცხოვრებისთვის, რომელიც ჩვენ ყველას გვინდა ქვეყანაში, უბრალოდ, ვფიქრობთ, შეიძლებოდა, ეს უფრო ადრე გაკეთებულიყო და არ მომხდარიყო ამ ფაქტის დამთხვევა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებაზე პარასკევს არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, ამან განაპირობა საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა და სასამართლო გალანძღვის ობიექტი გახდა", - განაცხადა ლევან მურუსიძემ.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016