„რეფორმატორების" ლიდერი ირაკლი ღლონტი სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრს კახა კახიშვილს სოციალურ ქსელში მიმართავს:
„კარგი კაცი ხარ, კარგი მოქალაქე, კარგი მინისტრი და აგერ საჯაროდ, ხმამაღლა ვაცხადებ, რომ მე, ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, არ ვარ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ხელმძღვანელის ოპონენტი.
არ მახსენდება საკითხი, რომელზეც მინისტრთან მისაუბრია და მას სათანადო ყურადღების და რეაგირების გარეშე დაეტოვებინოს იგი. ამიტომ, არ ვარ ბევრი კოლეგის მსგავსად „ჩასაფრებული" ოპოზიციონერი, მე თავისუფალი ვარ და თავისუფლად შემიძლია ვთქვა თეთრზე თეთრი და შავზე შავი", - წერს ღლონტი.
შეგახსენებთ, სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა „ვოისში" მონაწილე მსჯავრდებული თეონა ყოლბაია გუშინ, პირდაპირ ეთერში პატიმრობიდან გაათავისუფლა.
http://reportiori.ge/?menuid=3&id=84791