reportiori.ge - ზურაბ ქადაგიძე: საქართველო რუსეთთან უვიზო მიმოსვლითა და ბაზრის გახსნით არაფერს თმობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 22:14
საზოგადოება
ზურაბ ქადაგიძე: საქართველო რუსეთთან უვიზო მიმოსვლითა და ბაზრის გახსნით არაფერს თმობს
ავტორი:
23 დეკემბერი, 2015. 14:29



„საქართველო უვიზო მიმოსვლითა და ბაზრის გახსნით არაფერს თმობს", - ასე აფასებს „ახალგაზრდული ცენტრის" ხელმძღვანელი ზურაბ ქადაგიძე რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებას. ამის შესახებ ქადაგიძემ„რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აქვე განმარტა, რომ დღევანდელი ხელისუფლების პრაგმატულმა და გაწონასწორებულმა პოლიტიკამ მიიყვანა საქმე იქამდე, რომ საქართველო არ არის ჩართული საერთაშორისო ომებში და რუსეთთან ვითარება გარკვეულწილად დასტაბილურდა.


„აუცილებელია გაწონასწორებული პოლიტიკა. ზუსტად ამ პრაგმატულმა და გაწონასწორებულმა პოლიტიკამ მიგვიყვანა იქამდე, რომ საქართველო არ არის ჩართული საერთშორისო ომსა და ბატალიებში, იგივე უკრაინის მაგალითზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, დღეს რა მდგომარეობაში ვიქნებოდით, კაცმა არ იცის.


არ არის საჭირო პუტინის შემდეგი ქმედებების პროგნოზირება, რადგან ის არის უკონტროლო პიროვნება. ვთანხმდებით, რომ რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა. მაგრამ, როდესაც პუტინი იტყვის, რომ უნდა დააწესოს საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა, როდესაც იტყვის, რომ საქართველოს აქვს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა და მან ოსებთან და აფხაზებთან ეს უნდა მოაგვაროს, ეს უნდა გამოვიყენოთ. საქართველო უვიზო მიმოსვლითა და ბაზრის გახსნით არაფერს თმობს", - განაცხადაზურაბ ქადაგიძემ. 





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016