reportiori.ge - მღვდელმონაზონი ილია ვაშაკიძე: არ ვიცოდი, თუ ჩემი საკითხი განიხილებოდა...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 22:12
საზოგადოება
მღვდელმონაზონი ილია ვაშაკიძე: არ ვიცოდი, თუ ჩემი საკითხი განიხილებოდა...
ავტორი:
23 დეკემბერი, 2015. 15:04



მღვდელმონაზონი ილია ვაშაკიძე, რომელსაც მღვდელმსახურება აეკრძალა, „facebook"-გვერდზე წერს, რომ არ აპირებს, სინოდის გადაწყვეტილებას დაემორჩილოს.



ქრისტესმიერ საყვარელო ძმებო და დებო. მინდა, განვაცხადო, რომ მე არ ვყოფილვარ დაბარებული სინოდის სხდომაზე და არ ვიცოდი, თუ განიხილებოდა ჩემი საკითხი. შესაბამისად, არ მომეცა ჩემი პოზიციის გამოხატვის უფლება. გამომდინარე აქედან, არ ვაპირებ, დავემორჩილო სინოდის ამ გადაწყვეტილებას და ჩემი ეს გადაწყვეტილება არ შეიძლება გახდეს მომავალში ჩემთვის უფრო მკაცრი სასჯელის საფუძველი, იმდენად, რამდენადაც სიცრუეზე აგებული განაჩენი ავტომატურად ანულირებულია დიდი სჯულისკანონის მიხედვით და როგორც წმიდა მამები გვეუბნებიან, ყოველი სიცრუე ბოროტისგანაა", - წერს მღვდელმონაზონი ილია ვაშაკიძე.



წმინდა სინოდის განჩინების მიხედვით, წმინდა სინოდმა იმსჯელა მღვდელმონაზონ ილია ვაშაკიძის შესახებ, რომელიც მუდმივად ავრცელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებზე. განჩინების მიხედვით, მღვდელმონაზონი ილია საქართველოს საპატრიარქოში დაბარებული იყო, მაგრამ არ გამოცხადდა. წმინდა სინოდმა დაადგინა, რომ კონსტანტინეპოლის მეორე კრების 26-ე და კართაგენის კრების მე-19-ე კანონების საფუძველზე მღვდელმონაზონ ილია ვაშაკიძეს აეკრძალოს მღვდელმოქმედება.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016