reportiori.ge - კახა კახიშვილი: სახალხო დამცველმა N16 პენიტენციურ დაწესებულებას ბევრი მნიშვნელოვანი წიგნი შემატა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 22:05
საზოგადოება
კახა კახიშვილი: სახალხო დამცველმა N16 პენიტენციურ დაწესებულებას ბევრი მნიშვნელოვანი წიგნი შემატა
ავტორი:
23 დეკემბერი, 2015. 16:26



სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი და სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი N16 პენიტენციურ დაწესებულებას ეწვივნენ. მინისტრმა და სახალხო დამცველმა დაწესებულების ბიბლიოთეკას წიგნები და სახალხო დამცველის აპარატის მიერ მომზადებული ანგარიშები გადასცეს.


მსჯავრდებულებთან შეხვედრაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა და სახალხო დამცველმა ეფექტურ ურთიერთთანამშრომლობაზე ისაუბრეს, რაც დადებითად მოქმედებს მსჯავრდებულების უფლებების დაცვასა და რესოციალიზაციაზე.


კახა კახიშვილმა სამინისტროს მიერ ინიცირებულ და უკვე დაწყებულ პროექტებზე ისაუბრა და  ყურადღება გაამახვილა საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც მსჯავრდებულებს შესაძლებლობა მიეცემათ, სხვადასხვა დაწესებულების ტერიტორიაზე მცირე სარემონტო სამუშაოებზე ინდივიდუალური კონტრაქტებით დასაქმდნენ და შესაბამისი ანაზღაურება მიიღონ. გარდა ამისა, მინისტრმა მსჯავრდებულებს კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივა გააცნო, რომლის საშუალებითაც სულ მალე შესაძლებელი გახდება ელექტრონული მაღაზიის შექმნა, სადაც მსჯავრდებულების ნაკეთობები გაიყიდება, თანხა კი მათ ბარათებზე დაირიცხება.


მინისტრმა მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის სახალხო დამცველს მადლობა გადაუხადა.


„სახალხო დამცველმა N16 პენიტენციურ დაწესებულებას ბევრი მნიშვნელოვანი წიგნი შემატა, რომელიც ადამიანის უფლებებს ეხება. ეს იმისთვის კეთდება, რომ მსჯავრდებულებმა იცოდნენ როგორც საკუთარი უფლებები, ასევე მათი მოვალეობები, რადგან არ არსებობს უფლება მოვალეობის გარეშე. მე მივესალმები ასეთ ინიციატივას და  ვთხოვ სახალხო დამცველს, მსგავსი წიგნები N6 დაწესებულებაშიც შეიტანოს, რომელიც ძალიან მალე გაიხსნება და პირველი მაღალი რისკის დაწესებულება იქნება საქართველოში", - განაცხადა კახა კახიშვილმა.


„თავისუფლებააღკვეთილი პირებისთვის აუცილებელია ინფორმაციის მიწოდება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და აქტუალურ საკითხებზე. სახალხო დამცველის აპარატის მიერ მომზადებული ანგარიშები მსჯავრდებულებს დაეხმარებათ მათივე უფლებების დაცვასა და საზოგადოებასთან ინტეგრაციაში, რაც ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა", - განაცხადა სახალხო დამცველმა.


სახალხო დამცველმა საქართველოს მასშტაბით პენიტენციური  დაწესებულებების ბიბლიოთეკებს 400-მდე წიგნი, მათ შორის, საინფორმაციო ბუკლეტები და ანგარიშები  გადასცა, რომლებიც დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობას, ინდივიდუალურ საქმეებსა და  რეკომენდაციებს მოიცავს.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016