ჟურნალისტი მაყვალა ბერიანიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან" იმ ვიდეოკასეტის შესახებ საუბრობს, რომელზეც ოქროყანის სასაფლაოზე სანდრო გირგვლიანის წამებაა ასახული.
„პარლამენტიდან გამოვდიოდი, ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი დამეწია და მკითხა, - ქალბატონი მაყვალა ბერიანიძე თქვენ ბრძანდებით? - დიახ, მე გახლავართ-მეთქი! - აი, ეს ვიდეოკასეტა ნახეთო! ზუსტად იმ დღეს, როცა თავს დამესხნენ! საავადმყოფოში მოვხვდი დაჭრილი. როგორც მოგვიანებით დავადგინე და გავარკვიე, ამ კასეტაზე ასახული ყოფილა სანდრო გირგვლიანის წამება ოქროყანის სასაფლაოზე!
რა იყო კასეტაზე, ვერ გეტყვით, ამის აღწერა შეუძლებელია! გადაღებულია სანდრო გირგვლიანის უღვთოდ წამება, როგორ სერავენ დანებით, როგორ თლიან, როგორ ჩეხენ. ღმერთო, ეს რა ვნახე! ამის აღწერა არ შემიძლია! ცხონებულ ირინა ენუქიძეს ვიცნობდი და მინდა გითხრათ, რომ ამ კასეტის ნახვით მე მასზე ადრე მოვკვდი!" - განაცხადა ჟურნალისტმა
მისი თქმით, კასეტა მან ავთო იოსელიანს მისცა.
„ავთო იოსელიანმა წაიღო! ჩემი შვილის გამო მეშინოდა და იმიტომ არ დავიტოვე, ესენი, ეს ნაძირლები და სადისტები, მაშინ 2006 წელსაც ყველაფერს იღებდნენ და ეს რომ იმ დროს მეთქვა, კაციშვილი არ დამიჯერებდა! ეჭვი მაქვს, რომ ავთო იოსელიანს სააკაშვილის რეჟიმი სიკვდილში „დაეხმარა", - განაცხადა ჟურნალისტმა.
წყარო: გაზეთი „ასავალ-დასავალი"