reportiori.ge - ოთარ ჩრდილელი: ირაკლი ღარიბაშვილი უკვე ღირსეულად შევიდა საქართველოს უახლეს ისტორიაში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 22:12
საზოგადოება
ოთარ ჩრდილელი: ირაკლი ღარიბაშვილი უკვე ღირსეულად შევიდა საქართველოს უახლეს ისტორიაში
ავტორი:
23 დეკემბერი, 2015. 20:36


 

„ირაკლიმ დაუბრუნა მომავლის რწმენა სამშობლოსა თუ ემიგრაციაში მცხოვრებ მილიონობით ადამიანს", - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომას. აღნიშნულზე ჩრდილელი საკუთარ „facebook"-გვერდზე წერს და აღნიშნავს, რომ ღარიბაშვილის ნაბიჯი დასაფასებელია.

 

„ირაკლის დღეს გადადგმული ნაბიჯი, კარგად თუ ავწონ-დავწონით, დასაფასებელია. ადამიანი, მით უმეტეს ახალგაზრდა კაცი, როდესაც არ არის (თან როგორ) სკამზე ჩაბღაუჭებული, ეს გასათვალისწინებელია.

 

ის ყოველთვის გამოირჩევა მრავალწახნაგოვანი, ანალიტიკური, სხარტი აზროვნებით, პიროვნულად არის ლიდერი, მასთან მეგობრობა, თანამშრომლობა, თანამებრძოლობა არის უდიდესი პატივი და შინაგანი კომფორტი, რომ გყავს ლიდერი, რომელმაც იცის, თუ როგორ სწრაფად აუღოს ალღო შექმნილ ვითარებას. ბევრჯერ ყოფილა სტრესული სიტუაცია, როდესაც მის მიერ სწორად გადადგმულ ნაბიჯს თუ გამოსვლას მდგომარეობა განუმუხტავს. მას შეუძლია, პოლიტიკურ, წყალქვეშა რიფებს შორის ისე გაცუროს, რომ ნაკაწრიც კი არ ჰქონდეს გემს. მე მგონი, ყველა დარწმუნდა ამაში, განსაკუთრებით, ბოლო თვეებში, როდესაც ირაკლის და მისი გუნდის ყოველდღიურმა რუტინულმა მუშაობამ შედეგი გამოიღო.

 

ირაკლიმ დაუბრუნა მომავლის რწმენა სამშობლოსა თუ ემიგრაციაში მცხოვრებ მილიონობით ადამიანს.

 

წლების მანძილზე მას თავს დაატყდა ოპონენტების მიერ ხელოვნურად შექმნილი ცილისწამების ვეზუვი, არა მარტო პიროვნულად, არამედ მისი ოჯახის წევრებისადმი, იფრქვეოდა ტყუილების ამაზრზენი ჩანჩქერი, მაგრამ... ირაკლი არ დაბოღმილა, არ ქცეულა შურისმაძიებელ ურჩხულად, მან შეინარჩუნა ადამიანის, კაცის, ლიდერის სახე...

 

ჩვენი მრავალფეროვანი კოალიციის გაძღოლა არაა მთლად ადვილი საქმე, მაგრამ ირაკლიმ ესეც ღირსეულად შეძლო...

 

ვთვლი, რომ ის უკვე ღირსეულად შევიდა საქართველოს უახლეს ისტორიაში... მჯერა, რომ ადრე თუ გვიან მაინც დაუბრუნდება ქართულ პოლიტიკას...

ირაკლი, უდიდესი მადლობა!

ჩვენს გუნდს, თქვენი  გვჯერა, გვწამს, გვეიმედება!" - წერს ჩრდილელი.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016