„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას აფასებს. მჟავანაძის ვარაუდით, შესაძლოა ღარიბაშვილი მომავალი პარლამენტის თავმჯდომარე გახდეს.
„არ გამოვრიცხავ, ღარიბაშვილი მომავალი პარლამენტის თავმჯდომარედ ვიხილო."- წერს ნიკოლოზ მჟავანაძე და აღნიშნავს, რომ ღარიბაშვილი პოლიტიკაში სუფთა ხელებით მოვიდა და ასევე, სუფთა ხელებით წავიდა, რაც იშვიათია.
„ირაკლი ღარიბაშვილი იყო პრემიერ მინისტრი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის განვითარებაში. მისი ძალისხმევით მოხერხდა გარდატეხის და წარმატებების შეტანა სამედიცინო და პენიტენციალურ, სოფლის მეურნეობის სფეროში. მისი შსს მინისტრობის პერიოდში პოლიცია ჩადგა ხალხის სამსახურში და გათავისუფლდა რეპრესიული ფუნქციისგან. ათასობით ადამიანმა დატოვა საპატიმროები, მაგრამ ყოველივემ კრიმინოგენულ მდგომარეობაზე ასახვა არ პოვა. მოხდა ევროპასთან დაახლოება და რუსეთთან ურთიერთობის დალაგება. რის შედეგადაც მოხდა ვიზალიბერალიზაციის საკითხის წარმატებით გადაწყვეტა და რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივება.
მიუხედავად დიდი ზეწოლისა ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან, საქართველოში სახელმწიფო კვალავაც ეკლესიის გვერდში იდგა. ირაკლი ღარიბაშვილი მოვიდა სუფთა ხელებით და წავიდა სუფთა ხელებით, რაც იშვითად ხდება.
არ გამოვრიცხავ, ღარიბაშვილი მომავალი პარლამენტის თავმჯდომარედ ვიხილო."- წერს მჟავანაძე სოციალურ ქსელში.