საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას ეხმურება და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
კობახიძის შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობა იყო გამორჩეული სიმშვიდითა და პრინციპულობით.
„მე ვარ ამაყი, რომ ქვეყანა მიდის სწორი მიმართულებით. ირაკლი იყო ინოვატორული პრემიერი, მისი ინიციატივით შეიქმნა ისეთი პროექტები, რომლებმაც ქვეყანას გაუჩინა კიდევ უფრო სტაბილური მომავლის პერსპექტივა. მისი პრემიერობა იყო გამორჩეული სიმშვიდით და პრინციპულობით. მან თავისი სახელი დაამკვიდრა, როგორც წარმატებულმა ლიდერმა, რომელმაც ქვეყანა, ურთულეს პირობებში მიიყვანა ასოცირების ხელშეკრულებამდე და დაიწყო ევროინტეგრაციის შეუქცევადი პროცესი. ბედნიერი ვარ, რომ ვარ და ვიყავი ამ კარგი პრემიერის და, უპირველეს ყოვლისა, არაჩვეულებრივი ადამიანის გუნდის წევრი და წარმატებებს ვუსურვებ მას და ჩემს ქვეყანას ყველა კეთილ და დიდ წამოწყებებში.
ირაკლიმ, თავისი მისია, როგორც ქვეყნის მმართველმა, პირნათლად შეასრულა თავისი ხალხის წინაშე და დღეს წარმატებული პორტფელით გადააბარა მმართველობა ახალი განლაგებით გუნდს, რომელთან ერთადაც ჩვენ შევასრულებთ ყველა იმ წამოწყებულ გეგმას და პროექტს, რომელთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა ასე წარმატებით განვითარება ჰპოვა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობისას", - წერს ნინო კობახიძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა.