reportiori.ge - ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა, მომავალ პრემიერ-მინისტრს წარმატება ვუსურვო...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 22:19
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა, მომავალ პრემიერ-მინისტრს წარმატება ვუსურვო...
ავტორი:
23 დეკემბერი, 2015. 22:00


 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა. განცხადება ღარიბაშვილმა მთავრობის კანცელარიაში რამდენიმე წუთის წინ გააკეთა:


 

მას შემდეგ რაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გადადგა უპრეცედენტო ნაბიჯი და მისი პოპულარობისა და გავლენის ზენიტში მყოფმა, მისივე გადაწყვეტილებით დატოვა თანამდებობა, მან შექმნა მაგალითი, როგორ უნდა აკეთოს პოლიტიკოსმა ქვეყნისთვის სასარგებლო საქმე, როგორც დროული მოსვლით, ისე დროული წასვლით თანამდებობიდან.

 

გულწრფელად გეტყვით, ჩემთვის თანამდებობა - იქნებოდა ეს შს მინისტრობა თუ პრემიერ-მინისტრობა, ზოგადად ხელისუფლებაში ყოფნა არასდროს ყოფილა ჩემი თვითმიზანი! ჩემთვის ეს არის საშუალება, რომ ვემსახურო ქვეყანას და ჩემს ხალხს. ეს არის ჩემი პოლიტიკური მრწამსი! პოლიტიკური კულტურის დამკვიდრება დაიწყო სწორედ ჩვენმა გუნდმა.

 

დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რა მაგალითს დავუტოვებთ ჩვენს შვილებს, რა მაგალითს მივცემთ მომავალ თაობას. თანამდებობები არის დროებითი. მარადიული არის უფალი და სამშობლო! მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პრემიერ-მინისტრის პოსტი. მინდა, ვუსურვო წარმატება ჩვენს მომავალ პრემიერ-მინისტრს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.






 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016