საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის შესახებ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და გადადგომის მიზეზებს განიხილავს.
„პრემიერ-მინისტრის გადადგომა ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს!
რატომ გადადგა სასწრაფო წესით, ახალ წლამდე ერთი კვირით ადრე და რატომ არ ისაუბრა გადადგომის მიზეზზე?
აქ ალბათ ძირითადად სამი ვარიანტია:
1. თუ ეს ყველაფერი მართლაც მომავალ არჩევნებს უკავშირდება, ასეთ შემთხვევაში ყოფილი პრემიერი პარტია ქართული ოცნების სათავეში უნდა ვიხილოთ და მინისტრის პოსტს უნდა დაემშვიდობონ საზოგადოებაში ნდობადაკარგული მინისტრები: თამარ სანიკიძე და პაატა ზაქარეიშვილი;
2. გარკვეულ ძალებს პრემიერის პოსტზე უფრო ლიბერალური იდეოლოგიის გამტარებელი პირის ხილვა სურთ;
3. პრემიერს არ ეპატია განათლების სამინისტროს ახალი საგნის "მე და საზოგადოება" და ანტისახელმწიფოებრივი მიწის კანონის "ჩაგდება". (ამისთვის მადლობა ბ-ნ ირაკლის!) ასევე მნიშვნელოვანია გავიხსენოთ, რომ როდესაც მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე პატრიარქს გამოესარჩლა და ირაკლი ვაჭარაძეს დაუპირისპირდა, ერთ-ერთმა საელჩომ წერილობით მიმართა პრემიერს და მისი პოსტიდან გათავისუფლება მოსთხოვა!!! ირაკლი ღარიბაშვილისგან კი ცივი უარი მიიღო!
მოკლედ დაველოდოთ, ერთ კვირაში ბევრი რამ გაირკვევა..."- აღნიშნავს ტომარაძე.