„geomigrant.com" რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის, სოსო პავლიაშვილის ინტერვიუს აქვეყნებს. პავლიაშვილი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას, საქართველოსთან სავიზო რეგულაციების გამარტივების თაობაზე დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ მისთვის საქართველო-რუსეთის ურთიერთობები მნიშვნელოვანია.
„საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ რუსეთში ხშირი, ნებისმიერი ხანგრძლივობის ვიზიტი დაგეგმონ."- ცოტა ხნის წინ ამის შესახებ ვლადიმირ პუტინმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ სოსო პავლიაშვილმა ერთ-ერთ რუსულ სააგენტოსთან ისაუბრა.
„მე ვარ ადამიანი, რომელიც საქართველოსთან ჭიპლარით არის დაკავშირებული, თუმცა გული რუსეთში მიცემს. ჩემთვის გადაწყვეტილება ვიზის გამარტივების შესახებ ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სიმართლე გითხრათ, რუსულ-ქართულმა კონფლიქტმა უკვე დამღალა. არსებობს მესამე ძალა, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ცდილობს, რომ რუსეთი მის უახლოეს მეზობლებთან წააჩხუბოს, განსაკუთრებით მართლმადიდებელ ქვეყნებთან. აქამდე ისინი ამას ახერხებდნენ, მაგრამ ახლა საჭიროა უფრო ჭკვიანური გათვლები. რუსეთი ყოველთვის საქართველოს მეგობარი იყო, ისტორიულადაც კი, როდესაც რუსეთს და საქართველოს საერთო მტრები ყავდათ. დღეს ეს განხეთქილება სანქციებმა, ჩამოგდებულმა თვითმფინავება შეცვალა, ამ ყველაფერმა უნდა გაგვაერთიანოს.
რაც უფრო მეტად გავუგებთ ერთამენთს, მტერი მით უფრო მალე მოგვშორდება და დაგვანებებს თავს. აქ არ არის საქმე დიდში და პატარაში, ჩვენს შორის უნდა იყოს ურთიერთპატივისცემა, სიყვარული, როგორც ერთ დიდ ოჯახში. რა თქმა უნდა ჩვენს შორის საზღვრებია, მაგრამ ერთმანეთის სიყვარულს და ნდობას არავინ გვიკრძალავს."- განაცხადა პავლიაშვილმა.