ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს, დევნილი ხელისუფლების პრემიერ-მინისტრი ბესარიონ გუგუშვილი ფინეთის გამოძიების ბიუროს მიერ, ზვიად გამსახურდიას „მკვლელობის" №7494802 საქმესთან დაკავშირებული დაკითხვის შესახებ დკუმენტებს აქვეყნებს.
ფინეთის გამოძიების ბიუროს მკვლელობების განყოფილების მიერ ჩატარებული დაკითხვის ოქმები და დაკავშირებული დოკუმენტაცია. National Bureau of Investigation - Keskusrikospoliisi, Homicide Crime.
გუგუშვილის დაკითხვას უძღვებოდა უფროსი გამომძიებელი სუსანა პოროლა, ხოლო დაკითხვა ფინეთის კანონების შესაბამისად, ელფოსტით, ინგლისურ ენაზე მიმოწერის საშუალებით ჩატარდა.
„@ 21.10.2015 10:31
გამარჯობათ,
ჩვენ მივიღეთ მოთხოვნა (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მთავარი პროკურორის სამსახურისგან) დაგკითხოთ, როგორც მოწმე ბატონ ზვიად გამსახურდიას (საქართველოს პირველი პრეზიდენტი 1991-1992) დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის საქმეზე.
ქართულ მხარეს სურს დაესწროს დაკითხვას.
კანონით დაშვებული არაა გადმოგცეთ ქართული მხარის ოფიციალური მოთხოვნის ასლი (საქმე №7494802), მაგრამ შემიძლია მოგაწოდოთ შეკითხვების ნუსხა, რომელზეც გვჭირდება თქვენი პასუხები.
დაკითხვისას გეყოლებათ მთარგმნელი. რომელი ენაა საჭირო, თქვენი მშობლიური ენა რუსულია, ქართული?
თუ თქვენ არ გსურთ ქართული მხარის დასწრება, ამის გადაჭრა შეუძლია ჩვენს მთავარ გამომძიებელ ინსპექტორს ბატონ ტუორასს, ასეთი საკითხებს გასწყვეტა მისი კომპეტენციაა.
ჩვენ შეგვიძლია მოვაწყოთ აუდიო დაკითხვა აქ, გამოძიების ბიუროში. ეს ყველაზე იოლი გზა იქნებოდა. შემდეგ, აუდიო ჩანაწერს ჩვენ გადავუგზავნიდით ქართულ მხარეს, ასე რომ მათ ექნებათ შესაძლებლობა მოისმინონ ყველაფერი.
თქვენი საცხოვრებლის მისამართს ქართულ მხარეს არ შევატყობინებთ.
საუკეთესო სურვილებით
სუსანა პოროლა"
ბესარიონ გუგუშვილი გამომძიებელ სუსანა პოროლას მიმართავს:
„გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩემი აზრი და მოთხოვნები - იხილეთ დართული დოკუმენტი.
ბესარიონ გუგუშვილი
დართული დოკუმენტი (შემდგომ "answer"):
საქართველოს მთავრობას მიღებული აქვს დადგენილება, ხელმოწერილი ვიცე-პრემიერის ა.მაგრგიანის მიერ (16 თებ. 1993), რომელშიც საგანგებოდაა აღნიშნული, რომ ზ.გამსახურდიას სიკვდილის თვითმხილველები არ მიიღებენ მონაწილეობას გამსახურდიას სიკვდილთან დაკავშირებულ არავითარ გამოძიებაში (პარაგრაფი 3. იხილეთ ქვემოთ).
მე მოვითხოვ ქართული მხრისაგან პატივი სცენ საკუთარ ვალდებულებებს და არ მივიღებ მონაწილეობას მათს პოლიტიკურად მოტივირებულ და ფალსიფიცირებულ „გამოძიებაში" - მით უმეტეს ისეთ ვითარებაში, როდესაც რაიმე სერიოზული დასაბუთებებისა და დამაჯერებელი ფაქტების გარეშე - ზ.გამსახურდიას თვითმკვლელობა კლასიფიცირებულია როგორც მკვლელობა.
ასევე, საგანგებოდ უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს (ფაქტობრივი) მთავრობის ზემოთხსენებული დოკუმენტის შესაბამისად საქართველოში არასოდეს ჩატარებულა ზ.გამსახურდიას ცხედრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, და ეს გარემოება ნებისმიერ გამოძიებას კანონიერ საფუძველს მოკლებულს ხდის.
სხვა მხრივ, მე მზად ვარ ვუპასუხო და ვისაუბრო ქართული მხარის ნებისმიერ შეკითხვებზე ღიად, საჯაროდ - საქართველოს ნებისმიერი პოპულარული სატელევიზიო არხის გამოყენებით."