შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს მეხუთე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ვლადიმერ მ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ქუთაისში ფარმაცევტული კომპანია „პე-ეს-პე"-ს აფთიაქი დააყაჩაღა. ცეცხლსასროლი იარაღით შეარაღებულმა ვლადიმერ მ-მ აფთიაქის ფარმაცევტს 500 ლარამდე თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, დანაშაულის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).