ირაკლი ღარიბაშვილის მიერ თანამდებობის დატოვების ფაქტს მსოფლიო მედია აშუქებს. Associated Press წერს, რომ პრემიერი ორწლიანი მმართველობის შემდეგ, საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე გადადგა, იმ დროს როდესაც მმართველი კოალიცია ცდილობს საკუთარი პოპულარობა გაზარდოს.
ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას აშუქებს სააგენტო REUTER-იც. სააგენტო აღნიშნავს, რომ სატელევიზიო მიმართვაში ექს-პრემიერს მიზეზები არ დაუსახელებია, თუმცა ყველა ვინც ამ მოვლენებს აკვირდება, ასევე ოპოზიციაც, ამ ნაბიჯს ბოლო გამოკითხვების თანახმად, კოალიციის რეიტინგის ვარდნას უკავშირებს.
ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომაზე საუბრობს გერმანული Deutsche Welle-ც.
ასევე, რადიო თავისუფალების ევროპული ბიურო წერს, რომ ეს იყო უეცარი გადაწყვეტილება, რომელმაც ქვეყანაში არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, ახალი პოლიტიკური გაურკვევლობა შექმნა.
მოამზადა სალომე ჯანდიერმა