reportiori.ge - ბათუმის ბულვარის ახალი კონცეფციის განხილვა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 03:59
რეგიონები
ბათუმის ბულვარის ახალი კონცეფციის განხილვა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა
ავტორი:
24 დეკემბერი, 2015. 11:55


შეხლა-შემოხლა ბათუმში - ცენტრალური ბულვარის ახალი კონცეფციის განხილვა  სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მოქალაქე ჯემალ ქიქავამ ბულვარში დაგეგმილი ცვლილებები დანაშაულებრივ გარიგებად შეაფასა. მოქალაქის თქმით, ბულვარის ახალი კონცეფცია ნიშნავს მის გაყიდვას.


აღნიშნულს უმაღლესი საბჭოს „ქართული ოცნების" დეპუტატის დავით ბაციკაძისგან რეპლიკა მოჰყვა. დაპირისპირება შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.


ჯემალ ქიქავას განცხადებით, „ბენდუქიძემ გაყიდა საქართველოს ქონება, მაგრამ ბულვარს არ შეეხო. ასლან აბაშიძე არ ეხებოდა ბულვარს, სააკაშვილმა გაზარდა ბულვარი. ესენი კი ბომჟები მოვიდნენ უფულოდ, ხაბაძეს მიჰყიდეს ქონება ერთ ლარად, დღეს ორ მილიონად იყიდება"...


„ქართული ოცნების" დეპუტატის დავით ბაციკაძის განმარტებით, ახლა პოლიტიკოსია და როცა თმენის ვალდებულება არ ექნება, ჯემალ ქიქავას ამ საკითხზე დაელაპარაკება.


ბულვარის განვითარების კონცეფციის განხილვა, რომელიც დღეს უკვე ტარდებოდა, სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა. დარბაზი საზოგადოების დიდმა ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვა, რადგან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში არ მიმდინარეობდა.


 

მოამზადა სალომე ჯანდიერმა 


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016