reportiori.ge - ჯამბულ გამცემლიძე: ახალმა პრემიერმა მუშაობა უნდა გაააქტიუროს კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 21:55
საზოგადოება
ჯამბულ გამცემლიძე: ახალმა პრემიერმა მუშაობა უნდა გაააქტიუროს კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით!
24 დეკემბერი, 2015. 15:41


„გული გადამწყდა, რომ წავიდა თანამდებობიდან, რადგან არ მგონია, მასზე უკეთ ვინმემ შეძლოს საქმის კეთება", - ამის შესახებ ჯამბულ გამცემლიძემ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით საუბრისას „რეპორტიორს" განუცხადა.


პრემიერის პოსტზე ღარიბაშვილის მოღვაწეობას გიორგი გამცემლიძის მამა პოზიტიურად აფასებს.


„ირაკლი ღარიბაშვილს პირადად ვიცნობ, კარგად ვიცი მისი გონებრივი შესაძლებლობები, ის გონებაგახსნილი, ძალიან ნიჭიერი ბიჭია. დადებითად ვაფასებ მის მოღვაწეობას. რაც მთავარია, კარგი ადამიანი, კარგი მეოჯახე, კარგი ოჯახიშვილი, ნამდვილი ქართველია", - განაცხადა გამცემლიძემ.


რაც შეეხება ახალ პრემიერ-მინისტრს, გამცემლიძეს მიაჩნია, რომ მთავრობის ახალმა მეთაურმა მუშაობა უნდა გაააქტიუროს კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით. „კორუფცია ყველა დონეზე უნდა დავიდეს ნულამდე, ამიტომ ახალმა პრემიერმა ამ მიმართულებით აქტიურად უნდა იმუშაოს", - განუცხადა „რეპორტიორს" გამცემლიძემ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016