მსოფლიო
ევროკავშირი საქართველოსთან უვიზო რეჟიმს სავარაუდოდ 2016 წლის მეორე ნახევარში დააწესებს
24 დეკემბერი, 2015. 14:58
რუსეთში ევროკავშირის ელჩმა ვიგაუდას უშაცკასმა სააგენტო „რია ნოვოსტის" განუცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოსთან უვიზო რეჟიმს სავარაუდოდ 2016 წლის მეორე ნახევარში დააწესებს.
„ევროკომისიის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ უკრაინა, კოსოვო და საქართველო შეესაბამებიან იმ მოთხოვნებს, რომელიც უვიზო რეჟიმის დაწესებისთვისაა საჭირო. შემდეგი ნაბიჯი - საკანონმდებლო პროცესია. ევროკომისია ფორმალურად ახალ კანონმდებლობას წარადგენს, ევროკავშირის ქვეყნებმა და ევროპარლამენტმა კი ის უნდა დაამტკიცონ", - განაცხადა უშაცკასმა.
მისი თქმით, უცნობია ზუსტი თარიღები.
„თუმცა ჩემი მოლოდინით, ამ ქვეყნებისთვის უვიზო რეჟიმი მომავალი წლის მეორე ნახევარში დაწესდება", - განაცხადა ვიგაუდას უშაცკასმა.
მოამზადა ნათია ცუხიშვილმა
13 თებერვალი, 2016. 15:16
13 თებერვალი, 2016. 14:15
13 თებერვალი, 2016. 12:29
10 თებერვალი, 2016. 16:38
09 თებერვალი, 2016. 20:08
09 თებერვალი, 2016. 12:22
08 თებერვალი, 2016. 11:25
08 თებერვალი, 2016. 11:08
06 თებერვალი, 2016. 21:57
06 თებერვალი, 2016. 16:36
06 თებერვალი, 2016. 15:32
06 თებერვალი, 2016. 14:39
06 თებერვალი, 2016. 10:53
05 თებერვალი, 2016. 17:40