reportiori.ge - პრეზიდენტმა მარო მაყაშვილს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 22:05
საზოგადოება
პრეზიდენტმა მარო მაყაშვილს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა
ავტორი:
24 დეკემბერი, 2015. 18:21


საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის ყველაზე მაღალი ჯილდო - ეროვნული გმირის წოდება მარიამ (მარო) მაყაშვილს მიანიჭა. მარო მაყაშვილის შთამომავალს - ელიზბარ ერისთავს გადაეცა ეროვნული გმირის ორდენი. განცხადება პრეზიდენტმა ოქროყანაში, რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.


„მარო მაყაშვილი იყო პატარა გოგო, რომელიც წინა საუკუნის 20-იან წლებში დაიღუპა. გოგო, რომელსაც ჰქონდა ძალიან ნათელი იმედები, ფიქრობდა ოჯახზე, ფიქრობდა, როგორ წავიდოდა ევროპაში, ფიქრობდა საზოგადოებაში თავის როლზე. მაგრამ, აღმოჩნდა ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება - საქართველოს, მისი ქვეყნის თავისუფლება. მარო მაყაშვილი, რომელიც დაიღუპა 19 წლის, იმ ახალგაზრდა იუნკერებთან ერთად, რომლებიც იბრძოდნენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, რომლებიც იბრძოდნენ იმისთვის, რომ საქართველო ყოფილიყო თავისუფალი, გახდება პირველი ქალბატონი, რომელსაც მიენიჭება ეროვნული გმირის წოდება. მინდა, მადლობა გითხრათ ყველას, ვინც აქ ბრძანდებით და იზიარებთ ამ ემოციას. მთავარი ღირებულებები არის უზენაესი და შესაძლოა, შევწიროთ ჩვენი სიცოცხლე. მინდა, მადლობა ვუთხრა მარო მაყაშვილის შთამომავლებს. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისა და აღმატებული ღვაწლისთვის, წითელი ჯვრის მოწყალების დას მარიამ მაყაშვილს მიენიჭოს ეროვნული გმირის წოდება და გადაეცეს ეროვნული გმირის ორდენი, გარდაცვალების შემდეგ!" - განაცხადა პრეზიდენტმა. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016