კომპოზიტორმა ჯემალ სეფიაშვილმა გადაცემაში „პრიორიტეტი" ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თითქმის ყველა მიმართულებით სავალალო მდგომარეობაა. სეფიაშვილის თქმით, დღეს პროფესიონალები არავის სჭირდება, რადგან ისინი „უმარტავები" არიან, ხოლო რიგი საკითხები ჭორების დონეზე წყდება.
„დღეს საქართველოში ხდება ღიმილისმომგვრელი რაღაცეები. ასე მგონია, რომ მთელი ძალაუფლება ხელთ აქვთ ჟურნალისტებს. ასე მგონია, რომ ჭორების დონეზე ხდება ყველაფერი.
გაკვირვებულები ვართ! იდენად გაკვირვებული ვარ, რომ ვეღარ ვლაპარაკობ ვერაფერზე, თუ რატომ ხდება, რისთვის ხდება და როდის დასრულდება ეს „პასტანოვკები."
სამსახურიც არ შემოუთავაზებია არავის, თქვეს, რომ თურმე „უმართავი" ვარ, ეს კი არ იციან, რომ უმართავი მაღალი რანგის პროფესიონალი და წესიერი ადამიანია. მეღიმება, მეცინება..."- განაცხადა სეფიაშვილმა.