საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მეფის, დავით აღმაშენებლის ცნობილი საგალობელი „გალობანი სინანულისანი" გერმანულად ითარგმნა.
დავით აღმაშენებლის საგალობელთან ერთად გერმანულად ითარგმნა და ანთოლოგიაში გაერთიანდა ყველა ეპოქის 80-ზე მეტი ქართველი ავტორის პოეტური ნაწარმოები.
კრებულში შესულია ხალხური, იოანე ზოსიმეს, დავით აღმაშენებლის, ჩახრუხაძის, ბესარიონ გაბაშვილის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, რაფიელ ერისთავის, ვაჟა- ფშაველას, გალაკტიონ ტაბიძის, გიორგი ლეონიძის, ტიციან ტაბიძის, ვალერიან გაფრინდაშვილის, პაოლო იაშვილის, კოლაუ ნადირაძის, სიმონ ჩიქოვანის, გრიგოლ რობაქიძის, კონსტანტინე გამსახურდიას, ლადო ასათიანის, მირზა გელოვანის, ტერენტი გრანელის, ნიკო სამადაშვილის, იოსებ ნონეშვილის, შოთა ნიშნიანიძის, შოთა ჩანტლაძის, გაბრიელ ჯაბუშანურის, ოთარ ჭილაძის, ოთარ ჭელიძის, ირაკლი აბაშიძის, მორის ფოცხიშვილის, მუხრან მაჭავარიანის, მურმან ლებანიძის, ბესიკ ხარანაულის, ვახტანგ ჯავახაძის, იზა ორჯონიკიძის, გივი გეგეჭკორის, თამაზ ჭილაძის, ანა კალანდაძის, ესმა ონიანის, ლია სტურუას, ჯანსუღ ჩარკვიანის, გივი ალხაზიშვილის, ტარიელ ჭანტურიას, კარლო კაჭარავას, ნაირა გელაშვილის, გურამ ოდიშარიას, დათო მაღრაძის, დათო ბარბაქაძის, ზურაბ რთველიაშვილის, ეკა ბაქრაძის, შალვა ბაკურაძის, ირმა შიოლაშვილის, ლელა სამნიაშვილის, ცირა ბარბაქაძის, ეკა ბაქრაძის, შალვა ბაკურაძის, ლელა სამნიაშვილის, რეზო გეთიაშვილის, ცირა ყურაშვილის, გაგა ნახუცრიშვილის, ეკა ქევანიშვილის, რატი ამაღლობელის, გიორგი კეკელიძის, დიანა ანფიმიადის, ბელა ჩეკურიშვილის, ირაკლი კაკაბაძის, კატო ჯავახიშვილის, ნინო სადღობელაშვილის, ქეთი თუთბერიძის, ალექს ჩიღვინაძის, პაატა შამუგიას, ნიკა ჯორჯანელის და ლია ლოქიკელის ლექსები.