უმრავლესობის დეპუტატის ნანა ყეინიშვილს შესახებ, რომელიც საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტია, სკანდალური კომპრომატები ვრცელდება. ახმეტაში წითელი ჯვრის არაეფექტური მუშაობის შესახებ მოსახლეობა უკვე დიდი ხანია სუბრობს, კონფიდენციალური წყაროს მიერ გავრცელებული რეპორტაჟიდან კი ნათლად ჩანს, რომ ყეინიშვილი თანამდებობას ბოროტად იყენებს.
ნანა ყეინიშვილი უკვე 15 წელია საქველმოქმედო ორგანიზაცია „წითელ ჯვარს" კურირებს, თუმცა წესით და კანონმდებლობით აღნიშნულ თანამდებობაზე 4 წელიწადზე მეტის ყოფნის უფლება არ აქვს.
„წითელი ჯვარი საკუთარ შპს-დ გადააქცია და შვილს გადაულოცა. მეზობლები ადასტურებენ, რომ ახმეტაში საკუთარი თვალით აქვთ ნანახი, თუ როგორ ჩამოცალეს ყეინიშვილის საკუთარ სახლში რამდენიმე მანქანა, სადაც ჰუმანიტარული დახმარება იყო მოთვსებული და შემდეგ რეალიზება გაუკეთეს მოხუცებისა და ბავშვებისათვის განკუთვნილ დახმარებას."- აღნიშნულია გავრცელებულ რეპორტაჟში.
ყეინიშვილების მეზობლის გულო ქააძის განცხადებით, რომელიც მარტოხელაა და სოციალური დახმარებით სარგებლობდა, წითელი ჯვრის დახმარებით მას არასდროს უსარგებლია, რადგან ამის საშუალება არ მიეცა.
„ნანა ყეინიშვილისგან მე არაფერი არ მისარგებლია. მთელი დღე ვიდექი რიგში, რომ როგორმე მეც მოვხვედრილიყავი საქველმოქმედო ღონისძიებაში, მეც გავესინჯე და ანალიზები გამეკეთებინა. როდესაც ანალიზები ამიღეს წავიდა დენი, თქვეს რომ პასუხებს გამოგზავნიდნენ, მაგრამ საერთოდ არაფერი ჩამაბარეს. როდესაც ნანა ყეინიშვილის შვილს თამუნა ყეინიშვილს დავუწყე ლაპარაკი, ნანა ყეინიშვილი გამოვარდა და ვერაფერს ვერ მიიღებო გამომიცხადა.
წითელი ჯვრის ორგანიზაციისგან არასდროს არაფერი მისარგებლია და არც მაქვს იმედი. მაგათ ოჯახიდან იყო მოსული სოციალური აგენტი, არ ვიცი ისეთ რა ჩამიწერა, რომ დახმარება მომიხსნეს. თვითონაც ხედავთ ჩემს საცხოვრებელ პირობებს, წყალი ჩამომდის. შვილი მე არ მაყვს, ქმარი გარდამეცვალა, მარტოხელა ქალი ვარ. მხოლოდ პენსიით ვსაზრდოობ."- აცხადებს გულო ცააძე.
ნანა ყეინიშვილის დის, თამარ ყეინიშვილის განცხადებით წითელი ჯვარი უკვე დიდი ხანია ჰუმანიტარულ დახმარებებს აღარ გასცმეს.
„ჰუმანიტარული დახმარება არ არსებობს. ეს ძველ პეროდში იყო ხოლმე 20 კილოგრამიანი შეფუთვები, რომელსაც მოსახლეობას ვაწვდიდით. ახლა „წითეწლმა ჯვარმა" აქცენტი ფსიქო-სოციალურ თემებზე გადაიტანა. არის ბინაზე მოვლა და ა.შ.
ჩვენი ოჯახიდან „წითელ ჯვარში" მოხალისეობის პრინციპით ერთი ადამიანია ჩართული."- აცხადებს თამარ ყეინიშვილი.