reportiori.ge - ვის წაართვა ოთხი ბინა ნანა ყეინიშვილმა და რა ბრალდებას უყენებს რუსთავის მოხუცთა თავშესაფრის დამფუძნებელი დეპუტატს?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 21:41
საზოგადოება
ვის წაართვა ოთხი ბინა ნანა ყეინიშვილმა და რა ბრალდებას უყენებს რუსთავის მოხუცთა თავშესაფრის დამფუძნებელი დეპუტატს?
ავტორი:
25 დეკემბერი, 2015. 00:41


მოხუცებულთა პანსიონატის დამფუძნებელი ნელი დარაშვილი ნანა ყეინიშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ორგანიზაცია წითელ ჯვართან თანამშრომლობას იხსენებს, რომელიც, მისი თქმით არ შემდგარა.


ნელი დარაშვილის განცხადებით ყეინიშვილმა მოხუცთა თავშესაფრის ბინადრების ოთხი ბინა გადაიფორმა და უფრო მეტიც, ერთი საცხოვრებელი ფართიდან ინვალიდი გამოასახლა მცირეწლოვანი ბავშვებითურთ. მოხუცები ნანა ყეინიშვილმა უსახლკაროდ დატოვა.


დარაშვილის თქმით მას წითელი ჯვრისგან ყეინიშვილის პრეზიდენტობის დროს ერთი კილოგრამი დახმარებაც არ მიმუღია.

 

„ყეინიშვილის პრეზიდენტობის დროს წითელი ჯვრისგან ჩვენ დახმარება საერთოდ არ მიგვიღია. არ ახსოვს არავის, რომ ყეინიშვილის პრეზიდენტობის დროს, სანამ შპს-ად გადააქცევდა და პრივატიზებას გაუკეთებდა, არავის არაფერი მოუკითხავს და არც გაუკთებია. ჩვენი თავშესაფრის მოხუცებს ორი ეტლი დასჭირდა და გაცვლა მოვახდინეთ. 15 ყუთი შემოიატნეს და გადავეცით 2 ინვალიდის  ეტლი, სხვა ურთიერთობა არ გვქონია.

 

ის რომ ნორმალურ ურთიერთობაში ყოფილიყო ჩვენს თავშესაფართან თოვლს აღარ გავადნობდი წყლის მაგივრად. უკითხავს როგორ ვკრძალავდი იმ გაუბედურებულ მოხუცებს, ჩონჩხებივით რომ იყვნენ? კარტოფილებს ვთვლიდი ქვაბში რამდენი უნდა ჩამეყარა, ძალიან დიდი გაჭირვება გვაქვს გამოვლილი. თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან შემოდიოდა მედიკამენტები და უამრავი დახმარება, ეს ყველაფერი ხომ ვიცოდი. დოკუმენტაცია გვაქვს ყველა, სადაც არის ასახული რომ ადამიანებს, რომლებსაც დახმარება ეკუთვნოდათ, არაფერი მიუღიათ. ყველა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციიდან შემოსული დახმარების რაღაც ნაწილი ვიცი, რომ ჩენი მოხუცებისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ ჩვენ არაფერი მიგვიღია.

 

ჩვენთან მობინადრე მოხუცებისადმი მადლიერების გამოსახატად თავიანთი საცხოვრებელი ერთ ოთხანი ბინები, რომლებიც მწყობრიდან იყო გამოსული უკვე, ოთხი ბინა ერთ მშვენიერ დღეს გადაიფორმა წითელმა ჯვარმა. ყეინიშვილმა ჩვენი ქონებიდან ოთხივე ბინა წაგვართვა.

 

ქალს, რომელსაც სიბრალულის გრძნობა არ აქვს როგორ შეიძება ასეთ ჰუმანიტარულ ორგანიზაციას ჩაუდგეს? ქალი, რომელმაც 31 დეკემბერს, საღამოს ინვალიდი ადამიანი ბინიდან გამოასახლა ორი ბავშვით, მეტი რა უნდა გითხრათ. როგორ შეიძლება ამ ქალს ეწოდოს ჰუმანისტი.

გვინდა, რომ ეს ქონება უკან დავიბრუნოთ!"- აღნიშნავს თავშესაფრის დამფუძნებელი ნელი დარაშვილი.  


 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016