მსოფლიო პრაქტიკაში არცისე მარტივად მოიძებნება პერიოდული გამოცემა, რომელიც არსებობიდან ამდენ წელს ითვლის, - 2015 წლის 24 დეკემბერს „არტ-გალერეაში" ჩატარდა საბავშვო ჟურნალ „დილას" საარქივო გამოფენა. გამოფენას ესწრებოდნენ გამოჩენილი მხატვრები, მწერლები, პოეტები, ჟურნალისტები და რაც მთავარია ჟურნალის ერთგული, ყველა თაობის მკითხველი. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ჟურნალის გარე ყდის დიზაინები, მოყოლებული ჟურნალიოს დაარსების, 1904 წლიდან - დღემდე. ასევე წარმოდგენილი იყო იმ მხატვართა ნამუშევრები, რომლებიც საუკუნეზე მეტი პერიოდის მანძილზე სხვადასხვა დროს თანამშრომლობდნენ გამოცემასთან. გამოფენილ იყო ერთ-ერთი პირველი ქართული კომიქსის „ბოცო და გვანცას" კლასიკად ქცეული ნამუშევრები და სხვა უამრავი ნახატი, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას ბავშობაში მოგზაურობის სურვილი გაუღვიძა.
ჟურნალი პირველად 1904 წელს გამოვიდა და დღემდე აქტიურად განაგრძობს მუშაობას. გამოცემის პირველი სახელწოდება - „ოქტომბრელი" იყო, მეოერე მსოფლიო ომის დროს ჟურნალის გამოცემა დროებით შეწყდა და განახლდა 2 წლის შემდეგ, ახალი სახელწოდებით „დილა". გამოფენის იდეა ჟურნალის რედაქტორს დოდო წივწივაძეს ეკუთვნის, რომელიც ათეული წლებია ჟურნალის რედაქტორია. ის და მისი რედაქციის მცირე კოლექტივი ყველაფერს აკეთებენ, რომ ჟურნალმა არსებობა არ შეწყვიტოს და ერთგულ მკითხველს ახალ-ახალი და საინტერესო საბავშვო ამბები მიაწოდოს, მითუმეტეს გლობალიზაციისა და ინტერნეტიზაციის სამყაროში ეს მისია თანდათან უფრო რთულდება, ამის გამო ჟურნალს პრობლემებიც აქვს და შესაძლებელია, რომ 111 წლის ჟურნალმა არსებობა შეწყვიტოს.
აქვე შეგახსენებთ, რომ 2013 წელს კულტურის სამინისტრომ, მინისტრის გურამ ოდიშარიას ხელმძღვანელობით, საბავშვო გამოცემას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
წყარო: imtermedia.ge