reportiori.ge - 9 იანვარს თბილისში მსოფლიო ვარსკვლავებს ელოდებიან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 14:14
პრეს-დაიჯესტი
9 იანვარს თბილისში მსოფლიო ვარსკვლავებს ელოდებიან
ავტორი:
25 დეკემბერი, 2015. 10:55



9 იანვარს, დიდ საკონცერტო დარბაზში, ნინო სურგულაძის ფონდი „ნატვრის ხე", ბენეფიციარების დასახმარებლად, რიგით მეოთხე მასშტაბურ საქველმოქმედო გალა-კონცერტს გამართავს. მაყურებლისთვის საკმაოდ საინტერესო და ორიგინალური პროგრამა მზადდება. ღონისძიებაში მსოფლიოში აღიარებული ისეთი შემსრულებლები  მონაწილეობენ, როგორებიც არიან Alessandro Safina, Angel Blue, Ana Rucner, Oliver Poole, Carlo Ponti და ბევრი სხვა.


თითქმის ორწლიანი მოღვაწეობის შედეგად, ფონდი, ჩატარებული საქველმოქმედო კონცერტებით  21 ბენეფიციარს უკვე დაეხმარა. როგორც ფონდის დამფუძნებელი, ნინო სურგულაძე ამბობს, კონცერტის მიმდინარეობისას სიუჟეტებით გაიცნობს მაყურებელი ახალ ბენეფიციარებს და ერთობლივი ძალით დაეხმარებიან მათ შემოსული თანხით. მათი უმეტესობა მძიმედ დაავადებული ბავშვია.


კონცერტის დეტალებზე „პრაიმტაიმს" ფონდის - „ნატვრის ხე" დამფუძნებელი, ნინო სურგულაძე ესაუბრება.


-კონცერტი საახალწლო-საშობაო პერიოდში იგეგმება. ჩვენ ისევ გვეყოლება კონკრეტული ბენეფიციარი. დაახლოებით, ორწლიანი საქმიანობის ფარგლებში  21 ბავშვის დახმარება მოვახერხეთ. ამ ქაოსურ პერიოდში ეს საქმიანობა ადვილი ნამდვილად არ არის, მაგრამ ჩემთვის და ყველასტვის ბენეფიციარების დახმარება დიდი ბედნიერებაა. ყველა ღონისძიებაზე ვცდილობთ, რომ საკმაოდ განსხვავებული და საინტერესო პროგრამა შევთავაზოთ მაყურებელს. ძირითადად ყოველთვის ძალიან მაღალი კლასის შემსრულებლები ჩამოდიან-ხოლმე. როგორც იცით, მე კლასიკასთან ვარ დაკავშირებული, მაგრამ ეს ღონისძიება სუფთა კლასიკური კონცერტი არ იქნება. გაჟღერდება ყველასათვის საყვარელი ცნობილი ჰიტები, ყველანაირი გემოვნებისთვის. რა თქმა უნდა, ვგულისხმობ კარგ  და მაღალი ხარისხის მუსიკას და შესრულებას.


- რომელი შემსრულებლების ჩამოყვანა იგეგმება?


- ჩამოდის, Alessandro Safina, ეს არის ჩემი მეგობარი, რომელიც თბილისს პირველად ეწვევა. მინდა გითხრათ, რომ ალესანდრო მსოფლიოში ბოჩელიზე ნაკლებად ცნობილი ნამდვილად არ არის. მას თავისი ცნობილი ჰიტით „Luna Tu" მილიონამდე დისკი აქვს გაყიდული. არის პოპ ოპერის ვარსკვლავი და შედის მსოფლიო ოპერის მომღერალთა ტოპ სამეულში. ასევე,  გამოცემა (people) იგი პლანეტის ულამაზესთა სიაში შეიყვანა. იქნება ასევე არაჩვეულებრივი სოპრანო, მომღერალი Angel Blue, ეს არის ფერადკანიანი, არაჩვეულებრივი მომღერალი, რომელიც, ასევე,  2005 წლის „მის ჰოლივუდი" a  და მას ამისთვის ყველა პარამეტრები აქვს. ამავდროულად, ძალიან კარგი და ნამდვილად დიდი მომღერალია, რომელიც მსოფლიოს წამყვან თეატრებში მღერის. ის, ასევე წარმატებით მღერის სოულს, გოსპელებს. Angel მამა  გოსპელის ერთ-ერთი დიდი ამერიკელი შემსრულებელია ასევე.   ამჯელმა 2011, 2012 და 1013 წლებში გააკეთა ტურები პლასიდო დომინგოსთან ერთად, მთელს მსოფლიოში. ერთი სიტყვით, ძალიან კარგი და წარმატებული შემოქმედია. სწორედ ამ პრინციპით ვარჩევ თითოეულ შემსრულებელს, რადგან ისინი სულითა და გულით მონაწილეობენ ამ ღონისძიებაში, იმის გათვალისწინებით და აღქმით, თუ რას ემსახურება მათი ჩამოსვლა. ასევე, ჩამობრძანდება არაჩვეულებრივი ჩელისტი, Ana Rucner-ი, რომელიც ელექტრო ჩელოზე უკრავს, ის ხორვატიელია. ძალიან ცნობილი  ჩელისტია მსოფლიოში. მომავალ წელს „ევროვიზიის" მუსიკალურ კონკურსში ის ბოსნიას წარადგენს. 9 იანვრის ღონისძიებაზე ანა  ყველასთვის კარგად ცნობილ მელოდიებს შეასრულებს, რომელსაც სიურპრიზად დავტოვებ. ასევე, ჩამოდის ჩემი მეგობარი, ლონდონელი  პიანისტი Oliver Poole, რომელსაც ქართველი მსმენელი ძალიან კარგად იცნობს და მისი შემოქმედებაც შეიყვარა. კონცერტში მონაწილეობის მისაღებად ასევე ჩამოვა მაესტრო, დირიჟორი, Carlo Ponti-ი, რომელიც უხელმძღვანელებს ორკესტრს, აფხაზეთის კაპელას და ბენდს. ეს სახელი მას მამის პატივსაცემად შეარქვეს. ის სოფი ლორენის შვილია. მამამისი ცნობილი პროდიუსერი იყო ჰოლივუდში Carlo Ponti. ძალიან ნიჭიერი დირიჟორია, რომელიც ლოს-ანჯელესში მოღვაწეობს სადაც თავისი ორკესტრი ყავს. როდესაც მან ამ ღონისძიების შესახებ შეიტყო, დაუფიქრებლად დამთანხმდა მონაწილეობაზე. რა თქმა უნდა, მეც ვიმღერებ.


ღონისძების გენერალური სპონსორია სოკარი.


- ამჯერად ვის დაეხმარება „ნატვრის ხე"?


- ჩვენ ყოველთვის ვირჩევთ ბენეფიციარებს. მათ ამბავს ჩვენი მაყურებელი ღონისძიების მიმდინარეობისას შეიტყობს, ესენი არიან კონკრეტული ბავშვები უმძიმესი დაავადებებით. ჩვენ შევეცდებით, რომ თითოეულ მათგანს დავეხმაროთ. ეს არის მეოთხე მასშტაბური ღონისძიება და ასე, ნელ-ნელა მივიწევთ წინ.


- წინასაკონცერტო ემოციები როგორია?


- საოცარი ემოციაა, უდიდესი ბედნიერება და პატივია, რომ მე მაქვს შეხება ამ საქმესთან და შესაძლებლობა მეძლევა მცირედი მაინც გავაკეთო მათ დასახმარებლად. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამ ღონისძიებაში მიიღოს მონაწილეობა და თავისი წვლილი შეიტანოს ბენეფიციარების დასახმარებლად, იქნება ეს ფასიანი ზარი ნომერზე 0901900999. შემოწირულობა თუ სხვა რამ. როდესაც ამ ყველაფერს ერთობლივი ძალით ვაკეთებთ, ეს ჩვენი საერთო ბედნიერებაა.


- ახალ წელს საქართველოში შეხვდებით?


- ჯერ არ ვიცი რა მოხდება. შესაძლებელია ახალ წელს ჩემი კონცერტი დაემთხვeს და საზღვარგარეთ მომიწიოს ყოფნა. სამწუხაროდ, რთული გრაფიკი მაქვს და, აქედან გამომდინარე, მიჭირს პროგნოზირება სად შევხვდები ახალ წელს. გარდა ამისა, კიდევ ერთი კონცერტი იგეგმება, მაგრამ სიურპრიზად დავტოვებ. ასევე უკვე დაგეგმილია  ბრაზილიაში,  დედაქალაქ სან პაულოში წასვლა, სადაც (don Carlosis) პრემიერები გაიმართება.


- რომელი იყო თქვენთვის ყველაზე გამორჩეული წელი?


- ასე ვერ განვასხვავებ... ყოველთვის ვცდილობ, რომ ყველაფერში პოზიტივი  დავინახო და  მჯერა რომ მთელი წლის განმავლობაში  ყველაფერი  ისე მოხდება თუ როგორ შეხვდები ახალ წელს. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი გრაფიკით მიწევს მუშაობა და  საახალწლო დღეები საკმაოდ გადატვირთული პერიოდია, ეს დღესასწაული ყოველთვის აღქმულია რაღაც პოზიტიურთან, ბავშვობასთან და ჯადოსნურთან. ყოველთვის მაქვს სურვილი ახალ წელს ჩემი ოჯახის წევრებთან შევხვდე, მაგრამ ამას, სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე წელია თითქმის ვერ ვახერხებ.




გაზეთი "პრაიმტაიმი"


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016