აქცია მიმდინარეობს იუსტიციის საბჭოსთან, სადაც იმყოფებიან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ისინი ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევას აპროტესტებენ. შეკრებილები სირცხვილის კორიდორს უწყობენ იუსტიციის საბჭოს იმ წევრებს, რომლებმაც მურუსიძე აირჩიეს.
აქციაზე დაპირისპირება მოხდა მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილემ, უფლებადამცველმა ირაკლი კაკაბაძემ იუსტიციის საბჭოში შესვლა სცადა. ამ დროისთვის დაკავებულია ირაკლი კაკაბაძე და ბეჟან გუნავა.
„შოკირებულ ვარ მურუსუძის არჩევით. ეს ნიშნავს სამართლიანი სასამართლოს დასამარებას, არჩევნების გაყალბებასა და უბედურებას ამ ქვეყანაში", - განაცხადა „ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა.
იუსტიციის საბჭოს 11 წევრიდან 10-მა ლევან მურუსიძის არჩევას მხარი დაუჭირა.