reportiori.ge - რატომ დაუყადაღა სასამართლომ გიორგი პაპუაშვილს უძრავი ქონება?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 15:28
სამართალი
რატომ დაუყადაღა სასამართლომ გიორგი პაპუაშვილს უძრავი ქონება?
25 დეკემბერი, 2015. 14:15



თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით, დააყადაღებული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის უძრავი ქონება, რომელიც მდებარეობს  ქ. ბათუმში, გორგილაძის ქუჩა #37-ში. საქალაქო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო მოდავე მხარის როლანდ ბლადაძის განცხადების საფუძველზე. მას 2004 წელს ჩამოერთვა ქონება და გადაეცა სახელმწიფოს საკუთრებაში.


როგორც „რეპორტიორს" ბლადაძის ადვოკატმა არჩილ კაიკაციშვილმა განუცხადა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2007 წლის ივნისში როლანდ ბლადაძის კუთვნილი სახლი გადასცა პაპუაშვილს.


„როლანდ ბლადაძეს მთელი 12 წლის განმავლობაში არ მიეცა შესაძლებლობა ესარგებლა სამართლიანი სასამართლოს უფლებით. ყადაღის წარმოშობის მოთხოვნით 2-ჯერ მიმართა სასამართლოს, თუმცა სამწუხაროდ, არცერთი შემთხვევა არ იქნა გაზიარებული.  ჩვენ ვამტკიცებთ, რომ პაპუაშვილი აღნიშნული ქონების არაკეთილსინდისიერი შემძენია, რადგანაც სახელმწიფომ იცოდა სადავო ქონების შესახებ და სახელმწიფომ მისი განკარგვის დროს არ გაითვაისწინა  კანონიერი მფლობელის, როლანდ ბლადაძის ინტერესები. ბოლოს, 2015 წლის 20 ნოემბრს მივმართეთ საქალაქო სასამართლოს და მოვითხოვეთ სადავო ქონებაზე ყადაღის წარმოშობის აუცილებლობა. სასამართლომ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება ჩვენს სასარგებლოდ.

 

ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება ქართული მართლმსაჯულებისთვის, რადგანაც მთელი 12 წლის განმავლობაში არსებული მტკიცებულებების მიუხედავად, სასამართლო იღებდა არაკანონიერ გადაწყვეტილებას. დამოუკიდბელი და სამართლიანი სასამართლოს პირობებში ჩვენ შევძელით წარმატების მიღწევა. სასამართლო დადგა ყველასა და ყველაფერზე მაღლა და მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება. გიორგი პაპუაშვილს გააჩნია 5 დღიანი ვადა გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება. მას აქვს ეს უფლება, თუმცა თუ გაასაჩივრებს, ეს იქნება  დასტური, რომ ბოლომდე ეცდება შეინარჩოს სხვისთვის წართმეული ქონება", - განაცხადა კაიკაციშვილმა.


მოსარჩელე მხარეს 10 დღიანი ვადა აქვს, სარჩელით მიმართოს სასამართლოს და დაიწყოს გიორგი პაპუაშვილთან მნიშვნელოვანი დავის პროცესი. დავის დასრულებამდე კი ქონება დაყადაღებული იქნება.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016