ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინსტრაციის თავმჯდომარის მოადგილე მარია გაიდარი მალე დედა გახდება. მან, ამის შესახებ, სატელევიზიო პროგრამა „ქალი და მამაკაცი"-ს წამყვანს ვალერი კალნიშს განუცხადა, იუწყება რადიო ვესტი უკრაინას წამყვანი მატვეი განაპოლსკი.
„მარიას არ დაუმალავს, რომ ხუთი თვის ფეხმძიმეა და აპრილში „ოდესის პაწაწინა გუბერნატორს" ელოდება, რომლის მამაც მოქმედი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილია.
მარია გაიდარის სიტყვებით: „მიშასგან ჩინებული მამა გამოვა, ის დიდი სიხარულით ელის პატარა „ბეიბის", რომლის სქესსაც არავითარ შემთხვევაში არ გეტყვით".
მარია გაიდარმა ტოქსიკოზზე დაიჩივლა, ამასთან, გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, ახლა ადრინდელზე გაცილებით მეტს ეწევა - დღეში თითქმის ორ კოლოფს.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილთან ოფიციალურ ქორწინებას, მარიამ განაცხადა, რომ „ეს საკითხი, დღის წესრიგში ჯერ არ დგას".