„ირაკლი ღარიბაშვილი -ადამიანი, რომელიც მოვიდა სუფთა ხელებით, იღვაწა სუფთა ხელებით და წავიდა სუფთა ხელებით", - ასე აფასებს ყოფილ-პრემიერ მინისტრს და მის საქმიანობას ლექტორი ზაზა სიამაშვილი.
სიამაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას პრემიერ-მინისტრის პოსტზე დადებითად აფასებს და ამბობს, რომ მთავრობის მომავალმა მეთაურმა მისი კურსი უნდა გააგრძელოს.
„დარწმუნებული ვარ, ირაკლის სახელი და საქმიანობა ჯეროვნად დაფასდება. ნუ დაგვავიწყდება, რა მემკვიდრეობა ერგო მას - ბიძინა ივანიშვილმა ძალიან მალე გადააბარა თანამდებობა. ძალიან გული მწყდება, რომ დატოვა პოსტი.
ვისურვებდი, ახალ პრემიერ-მინისტრს ირაკლის კურსი შეენარჩუნებინოს, ღირსეულად გაეგრძელებინოს ირაკლის საქმიანობა... მას ბევრი სამუშაო ექნება თუნდაც მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავების მიმართულებით", - განაცხადა სიამაშვილმა.